აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა რცხვენოდეს, რადგან ჩინეთის პიარ სააგენტოდ იქცა.
„ვფიქრობ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა რცხვენოდეს, რადგან როგორც ჩინეთის პიარ სააგენტო მოქმედებენ. აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას წელიწადში 500 მილიონ დოლარს უხდის, ხოლო ჩინეთი 38 მილიონ დოლარს. საქმე არ არის იმაში, რომ მეტს ვიხდით. ბოდიშს არ უნდა იხდიდნენ ჩინეთთან, როდესაც საზარელ შეცდომებს უშვებენ, განსაკუთრებით ისეთ შეცდომებს, რომელსაც ასობით ათასი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა“, –
15 აპრილს აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. დონალდ ტრამპის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ დროული და სათანადო ინფორმაცია არ გაავრცელა.
რომელი ქვეყნიდან ჩაანაცვლებს ჯანმო ამერიკიდან მისაღებ 500 მილიონს – ჯერ უცნობია.
კომენტარები