მსახიობ და ტელეწამყვან ია ფარულავას მამიდა გარდაეცვალა. გარდაცვლილი საქართველოში დღეს დილით უნდა ჩამოესვენებინათ, თუმცა, როგორც ია ფარულავა ამბობს, სტამბულის აეროპორტში ტვირთი თბილისის რეისზე არ გადმოდეს.
მსახიობი მომხდარში ავიაკომპანია turkishairlane-ს ადანაშაულებს.
“მამიდაჩემი დღეს დილით უნდა ჩამოსულიყო თურქიშით თბილისში … სტამბულში ტვირთი #55 არ გადმოდეს თბილისის რეისზე. ხალხი ასულია სასაფლაოზე გვირგვინებით …არავინ დაგვირეკა აეროპორტიდან და არ გაგვაფრხილა რომ ტვირთი არ ჩამოვიდა ….სირცხვილი ფუი !!! #turkishairlane და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯმენტი !!!!! რა უნდა გავაკეთოთ”
კომენტარები