შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა შოვში დაღუპულების ოჯახებს თითოეულ გარდაცვლილზე 20,000 ლარის ფინანსურ დახმარებას გადასცემს და წერს:
“საქართველოს მთავრობა, რამდენად გიღირთ თქვენი შვილის არა თუ სიცოცხლე, ოდნავი უგუნებობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა? ჩემი შვილის და ყველა იქ გარდაცვლილის სიცოცხლე შეუფასებელია…
[…]
რად უღირთ ჩვენი შვილების, მეუღლეების, და-ძმების სიცოცხლე ჩვენს უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე პასუხისმგებელ პირებს…სირცხვილია 20 000 ლარად იყიდო შენივე ბრალეულობით გარდაცვლილი ადამიანის სიცოცხლე…”
ცნობისთვის, დღეს მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ “გურიასა და შოვში ოჯახებს თითოეულ გარდაცვლილზე 20 000 ლარის ფინანსური დახმარება გადაეცემა”
“თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარი” – პრემიერი შოვზე და გურიაზე
კომენტარები