ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე:
ძალიან სირცხვილია 21-ე საუკუნეში ისევ რაღაც სიებით რომ დარბის ხალხი და ისევ ” ხალხის მტრებს ” რომ ეძებენ. წინის წინა საუკუნეში მეგონა ჩავტოვეთ ეს სიმდაბლე. ამ ” სიობანამ” მიგვიყვანა ყოველთვის გამოუსწორებელ უბედურებამდე. ლუსტრაციის კანონი არ მიიღეს შთამომავლობასთან ” ტეხავსო” და ახლა ცოცხალ ხალხს აკრავენ ბოძებზე და უფრიალებენ სიებს. იქნებ ისტორია რას როგორ აფასებს მომავალში? ბოლშევიკებსაც ეგონათ რომ ” ხალხის მტრები” დახვრიტეს და დღეს როგორ გადააფასა ისტორიამ? …ძალიან ცუდია ასე ” უპრაგონოდ”, ყოველგვარი ისტორიული შეფასებების გარეშე ტალახის სროლა ადამიანებზე მხოლოდ იმიტომ რომ შენს პოლიტიკურ გემოვნებას არ მიჰყვება…როდის უნდა დასრულდეს ეს სიების ფრიალი ამ ქვეყანაში?
კომენტარები