მოძრაობა „სირცხვილია“ ფეისბუქ-გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ დარეგისტრირდებიან „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“.
„რეგისტრაცია გადაწყვიტეთ, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ის მიზნები, რაც დასახული გვაქვს, მაგალითად გვიახლოვდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, მას შევხვდეთ მზად და ეს გულისხმობს, მათ შორის, შევინარჩუნოთ არსებული ორგანიზაცია და არსებული რესურსები, არ დაგვეკისროს ჯარიმა და არ გადავიხადოთ ეს ჯარიმა ხელისუფლების სასარგებლოდ“, – ამბობს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მჟავანაძე.
კომენტარები