საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე, სოციალური ქსელში, წერს:
“ვინც პირადად, ან პროფესიული საქმიანობით მიცნობს, ყველას ეცოდინება, რომ ძალიან თვითკრიტიკული ვარ ჟურნალისტების მიმართ. დიახ, ბევრი რამ არ ვიცით და გვაკლია.
მაგრამ, რაც ამ ქვეყნის პოლიტიკურ კლასს სჭირს, ბევრად უარესი და საშიშია.
პატივცემულო ახალგამომცხვარო და უკვე დამწვარ-დახრუკულო პოლიტიკოსებო, თქვენ რომ “ჟურნალისტების მხრიდან სიძულვილის ენის” გამოყენებაზე ლაპარაკობთ, სიტყვის თავისუფლებაა ეგ. სანამ აგირჩევდნენ, ან ხანგრძლივი “პოლიტიკური” კარიერის რომელიმე მონაკვეთში, ვინმეს თქვენთვის ხომ უნდა აეხსნა, რომ კაბინეტების გარდა, ანგარიშვალდებულებაც შეიძინეთ?!
“შარლი ებდოს” ამბავი მაინც არ წაგიკითხავთ სადმე? მერე პარიზის ქუჩებში რომ დიდი დემონსტრაცია გაიმართა და თქვენი ევროპელი კოლეგები მიუძღოდნენ ამ დემონსტრაციას წინ, კადრები მაინც არ გაქვთ ნანახი?!
ადამიანი მას შემდეგ სცემეს, რაც მასში კრიტიკული ჟურნალისტი ამოიცნეს. თქვენ კიდევ ჩამომდგარხართ აქ და უტიფარ უვიცობებს ტირაჟირებთ.
სირცხვილია!”
კომენტარები