უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის ტრიბუნალზე წარსადგენ მტკიცებულებებს აგროვებს.
რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაშაულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია მესინჯერებით, ჩატების, ცხელი ხაზისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საკომუნიკაციო არხების გაფართოების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა.
“აქ შეგიძლიათ, ჩაიწეროთ რუსეთის ფედერაციის სამხედროების სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების მიმართ:
ოფიციალური ჩატი @russian_war_tribunal_bot;
ელ.ფოსტა tribunal.2022.02.24@gmail.com.ua – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ასევე, თვითმხილველებს სამხედრო დანაშაულების შესახებ შეუძლიათ, აცნობონ უსაფრთხოების სამსახურს 24-საათიან ცხელ ხაზზე:
- +38 (068) 1289229 (სიგნალი, WhatsApp, Telegram);
- +38 (066) 6829937 (სიგნალი, WhatsApp, Telegram);
- +38 (063) 0665937 (სიგნალი, WhatsApp, Telegram).
უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოაგზავნონ ფოტოებისა და ვიდეოების ორიგინალები. მედია ფაილების გარდა,მათ უნდა მიუთითონ ღონისძიების თარიღი, ადგილი და დრო” , – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები