შეაჩერე კორუფციას თანადამფუძნებელი, ქეთი ენუქიძე:
“7 აგვისტოს თაჩისთან და მეგობრებთან ერთად უჯარმაში ვიყავი, ჩემს აგარაკზე…
შევნიშნეთ, ვერტმფრენები რომ დაფრინავდნენ და ცოტა გაკვირვებულები ვიყავით…
მერე ჩემი მეგობრის ძმამ დაგვირეკა, ტელევიზორი ჩართეთო…
მეორე დღეს ლადო ჩამოვიდა და თბილისში წაგვიყვანა…
დაიწყო და რა დაიწყო…
დედაჩემი ბიჭებთან ერთად სენაკში იყო, რომელიც დაბომბეს, შაკო – ბორჯომში, სადაც ტყის ხანძარს ვერ აქრობდნენ…
თბილისში და თბილისთან ახლოს რამდენჯერმე ჩამოაგდეს ბომბი…
შიში არ მიგრძვნია…
ელდანაცემი უფრო ვიყავი მთელი ეს რამდენიმე დღე…
არც ვჭამდი, არც ვსვამდი, არც ვიძინებდი (საერთოდ არ მძინებია 5 ღამე), ვიწექი და ტელევიზორს ვუყურებდი…
ყველა გადაცემა როცა დამთავრდებოდა და ტელევიზორი შიშინს იწყებდა, მაშინაც…
წმინდა გიორგის ვქარგავდი და ვფიქრობდი, როცა დავასრულებდი, ომიც დასრულდებოდა…
სისხლი მდიოდა დაგლეჯილი თითებიდან…
ტილოს დღესაც ემჩნევა ამ სისხლის კვალი და მინდა, რომ ასეც დარჩეს…
ბევრი წლის შემდეგ შაკომ თავის რუს კოლეგებს უთხრა, პუტინი როცა გყავთ, ნუ ბედავთ ამ ქვეყანაში მიშა სააკაშვილის აუგად ხსენებას, ომიც კარგად მახსოვს და დედაჩემიც, რომელიც გაშტერებული დამხვდა სახლში, რადგან ეგონა, რომ ვეღარასდროს მნახავდაო…
მერე გავიგე, რომ ჩვენ გვყავდა გიორგი ანწუხელიძე, შმაგი სოფრომაძე და შინდისის ბიჭები…
ერთხელ ცოტნეს ვუთხარი, ამ ქვეყნისთვის ისეთი ხალხი დახოცილა, ჩვენი ფასი ერთი ტყვია რომ ედო-მეთქი ჯიბეში…
შუბლზე მაკოცა ჩემმა დევმა…
5 აგვისტოს 48 წლის რომ გახდა და ვერც კი მივულოცე…
მიყვარს მე ეს ქვეყანა…
ამ ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანები…
ამ ქვეყნისთვის ზვარაკად შეწირული გმირები…
დიდება მათ სულებს!
დიდება ამ დიდი ადამიანების ქვეყანას!
ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე მოგვეხადოს მის წინაშე ვალი!
დიდება საქართველოს!”
კომენტარები