პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, მთავარ არხთან, აშშ–ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებაზე საუბრისას, ამბობს:
მე ამის გამო ვიდექი წინა წლებში ქუჩაში, აბა, სხვა რის გამო ვიდექი? ცხრაწლიან სისხლიან რეჟიმს რომ ეძახის ახლა კობახიძე თითს რომ უქნევს ნაციონალურ მოძრაობას, ვის უქნევს თითს? იმ რეჟიმს ეს ხალხი ქმნიდა, აბა, ვინ წერდა იმ გადაწყვეტილებებს? მოსამართლეების მაგივრად, სხვა კი არავინ წერდა. ეს ხალხი აკეთებდა ამას და ამათთან გარიგებაში შევიდნენ. მე არ მიკვირს ეს სანქციები, აქამდე მიიყვანეს საქმე. ამერიკის სახელმწიფო არის უდიდესი მეგობარი და პარტნიორი და ამ გადაწყვეტილებაში მტრის ძებნა და მტკიცებულებების გარეშე მიიღესო – რა მტკიცებულებების გარეშე, ყველაფერი იცის ყველამ. რა მტკიცებულება უნდა იყოს იმაზე მკაფიო, როდესაც ოჯახურ კორპორაციას დაამსგავე სასამართლო.
თავის დროზე შიმშილსაც რომ გადარცა ჩვენი ქვეყანა, ამეირკის დამხრაება იყო, მათ შორის, ფინანსური, მატერიალური, საკვები პროდუქტების… ეს სასამართლო სად უნდა წაიღონ, ამერიკის რომელიმე შტატში გადააქვთ? ჩვენ მოქალაქეებს არ სჭირდებათ ჩვენი სასამართლო?
კომენტარები