სისხლიანი ანგარიშსწორება პოლიტიკური ნიშნით – როგორც ირკვევა, რუსთავის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გიორგი მღებრიშვილს, “ქართული ოცნების” აქტივისტი, ნიკა ტატუნაშვილი, დაესხა თავს და ცივი იარაღით დაჭრა.
დაშავებული დეპუტატი ტვ.პირველთან ამბობს, რომ ეს გამიზნული ქმედება იყო და ,,ქართული ოცნება” ოპონენტებს ძალადობრივ ქმედებებით უსწორდება.
ნიკოლოზ ტატუნაშვილი გიორგი მღებრიშვილის მეზობელი და ნათესავია.
რეალურად, ეს ადამიანი ჩემთვის უცხო არ არის. ჩემი ნათლიის შვილია, თუმცა ჩემი პოლიტიკური მრწამსის გამო, აქტივობებში ხშირად მიშლიდა ხელს. ეს კონფლიქტიც პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. მეგობრები ვართ, ერთად გავიზარდეთ, თუმცა ადრეც იყო სიტყვიერი დაპირისპირება. გუშინ კი დანით დამჭრა”- აცხადებს მღებრიშვილი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ნიკოლოზ ტატუნაშვილი “ქართული ოცნების” აქტივისტია და ოპოზიციის წინააღმდეგ გამართულ აქციებში ხშირად იღებდა მონაწილეობას.
წყარო: „ტვ პირველი“
კომენტარები