„პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ასპინძაში მწყემსებს შორის სისხლიანი გარჩევა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, რამაზ თედორაძის კუთვნილ ფერმაში მოხდა.
37 წლის მამაკაცს გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზმარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერმაში მწყემსად მუშაობს, ურთიერთშელაპარაკებისას, ამავე ფერმაში მომუშავე მწყემსს – 1983 წელს დაბადებულ ს.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მწყემსი მომხდარიდან მალევე, ასპინძის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
ცნობისთვის: რამაზ თედორაძე, რომლის ოჯახის კუთვნილ ფერმაშიც მოხდა მკვლელობა, 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ასპინძის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია“.
2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „შალვა ნათელაშვილი — საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.
კომენტარები