ქობულეთის ცენტრში სისხლიანი გარჩევა დაჭრით დასრულდა.
ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ ღამით რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
მედიის ცნობით, დაჭრას წინ ორი ადამიანს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, ექიმების თქმით, მას უკვე ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია, ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაშია და მისი მდგომარეობა მძიმეა.
კომენტარები