ევგენი პროგოჟინი ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ, აცხადებს, სამართლიანობის მარში, რომელიც დაგეგმილი იყო, უკვე შედგა და რომ “ვაგნერის” კოლონებს უკან აბრუნებს.
“მათ სურდათ ვაგნერის დაშლა. მოსკოვამდე 200 კმ ვიარეთ, ისე რომ არც ერთი მებრძოლის სისხლი დაღვრილა. ახლა დადგა მომენტი როცა შეიძლება სისხლი დაიღვაროს. იმის გაცნობიერებით, რომ სისხლის დაღვრა შეიძლება, ვაგნერის კოლონას ვაბრუნებთ და საპირისპირო მიმართულებით მივდივართ საველე ბანაკებისკენ.” აცხადებს პროგოჟინი
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, ლუკაშენკომ, პუტინის თანხმობით, “ვაგნერის” ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც პრესსამსახური წერს, პრიგოჟინი დათანხმდა ლუკაშენკოს შეთავაზებას დაიწყოს მოლაპარაკებები და მოსკოვისკენ წინსვლა შეაჩეროს.
პრესსამსახურის განცხადებით, პრიგოჟინი ასევე მზად არის გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციისკენ.
მათივე ცნობით, დოკუმენტით გათვალისწინებულ შეთანხმებაში, რომელიც ლუკაშენკომ წარადგინა, საუბარია უსაფრთხოების გარანტიებზე “ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლებისთვისაც
კომენტარები