არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩემი ქალაქი მკლავს, სოციალურ ქსელში, გუშინდელ საცობზე წერს:
გუშინ თბილისში რაც მოხდა, კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენებს, რომ თბილისის მერიას არ აქვს არავითარი გეგმა საცობების აღმოფხვრისთვის, მეტიც, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული სააგენტოს უფროსმა ავტოსაგზაო შემთხვევებსაც კი დააბრალა გუშინდელი კოლაფსი და ამას ვიღაც მართლა დაიჯერებს2023 წელი სრულდება და იმის ფონზე, რომ მარსის კოლონიზაცია იწყება, ჩვენთან თურმე საცობებს watts app-ში აგვარებენ “mzevar” და “piar ” .
სად არის ჭკვიანი კამერები, ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნური თანამგზავრიდან დაკვირვება და ა.შ. რომლებიც მიმართული უნდა იყოს ამ პრობლემის მოგვარებაზე ?კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია არის ჩვენ მიერ არჩეული და დაქირავებული სტრუქტურა, რომელმაც ისე უნდა მართოს ქალაქი, რომ თბილისის მოქალაქეები იყვნენ კმაყოფილები, გუშინ ეს ყველაფერი ნამდვილად არ იგრძნობოდა (ძირითადად ყოველთვის ასეა). მოქალაქეს, რომელიც დილით მიდის სამსახურში, მთელი დღე მიზერულ ხელფასზე მუშაობს და რომლის გადასახადებითაც ბიუჯეტი ივსება, სამსახურში წასვლა და სახლში დაბრუნება ნერვებისა და დროის ფასად უჯდება, თუნდაც ავტომობილით და თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემა არ მუშაობს, მერიას სადავეები გაექცა ხელიდანცალკე აღებული ავტობუსის ზოლები, სადაც დაბურულმინებიანი მანქანები უფრო მეტია, ვიდრე ავტობუსი, ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუ, მეორე მხრივ, ქალაქის ქაოსური განაშენიანება მიმდინარეობსეს უნდა იყოს მოქალაქეებზე მორგებული ერთი მთლიანი სისტემა, რათა შევძლოთ, უსაფრთხოდ ვიაროთ ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით , ეკომეგობრული ტრანსპორტითა და ავტომობილითფაქტია, ვერ აგვარებთ ამ ყველაფერს და ჩამოიყვანეთ უცხოელი გამოცდილი ექსპერტები, გააკეთეთ საჯარო განხილვა, მოიწვიეთ ყველა დაინტერესებული პირი (არა მარტო თქვენთვის მისაღები პირები) და ერთად ყველამ გადავწყვიტოთ, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს თბილისი, რათა უმთავრესი პრობლემა, ქაოსური განაშენიანება, საცობი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობა, მოგვარდეს, ასე ხდება ყველა ნორმალურ, განვითარებულ ქალაქში და ასე უნდა მოხდეს აქაცეს ქალაქი და ქვეყანა ხალხისაა და არავის დაუტოვებია თქვენთვის ძღვენად, თქვენც ხალხის მიერ ხართ არჩეული და ხალხი გიხდით ხელფასს, ამიტომ კეთილი ინებეთ და ემსახურეთ ხალხს
კომენტარები