ფაქტია, რომ არაერთი ცვლილების მიუხედავად, სისტემის მიმართ ნდობა მაინც არ არის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყოველდღე, პირდაპირ თუ ირიბად მიგვანიშნებენ სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების არსებობაზე – წერს “ფეისბუქზე” მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი.
მეზვრიშვილის აზრით, პრობლემა საფუძვლიდან უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებებს აზრი არ აქვს:მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი რეფორმის ფუნდამენტურ ხასიათზე უნდა გაკეთდეს, რაც შეუძლებელია აქამდე გატარებული რეფორმის ტალღების შეფასების გარეშე.
ფაქტია, რომ არაერთი ცვლილების მიუხედავად, სისტემის მიმართ ნდობა მაინც არ არის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყოველდღე, პირდაპირ თუ ირიბად მიგვანიშნებენ სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების არსებობაზე.
შარლ მიშელის დოკუმენტშიც აქცენტი ამბიციურ რეფორმაზეა, მათ შორის იუსტიციის საბჭოს ნაწილში.
ცალსახაა, რომ რეფორმა ვერ იქნება ფუნდამენტური, თუ უსასრულოდ გაგრძელდება მნიშვნელოვანი, თუმცა, არსებული გამოწვევების ფონზე – მეორეხარისხოვანი ცვლილებების განხორციელება და არ გადაიჭრება სისტემის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა. იქ, სადაც პრობლემა საფუძველშია, რამდენიც არ უნდა დავაშენოთ ზედ, შედეგი ვერ იქნება და ვხედავთ, რომ არც არის.
ამიტომ, შემდგომი რეფორმირების პროცესში ყველა ცვლილების განხორციელების წინ პირველი კითხვა, რაც ყველა აქტორის მხრიდან უნდა დაისვას, არის – პასუხობს თუ არა შემოთავაზებული მოდელი მიზანს.
სხვაგვარად, შეგვიძლია უსასრულოდ გავაგრძელოთ მოჩვენებითი ცვლილებებით კმაყოფილება და ვაღიაროთ მაინც, რომ რეალური რეფორმის განხორციელება უბრალოდ არ გვინდა.” წერს ნათია მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები ერთობლივ წერილში, კახა კუჭავას შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით აღებულ ვალდებულებებს ახსენებენ და მისი შესრულებისკენ მოუწოდებენ. ერთობლივ წერილში სწორედ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზეა საუბარი.
კომენტარები