ცენტრ “ემპათიას” წარმომადგენელი, მარიამ ჯიშკარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვწუხვარ, მაგრამ
1. ცენტრი “ემპათია” ატარებს ექსპერტიზას და არა ალტერნატიულ კონსილიუმს.
2. ექსპერტებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ინტერვიუსაგან, ეს აზარალებს ექსპერტიზას.
3. ტელევიზიით დიაგნოზების დასმა მგონი პროფანაციაა
4. დაელოდეთ ექსპერტიზას
5. განსაკუთრებით, სისულელის საუბარს ადაპტაციის დარღვევაზე, ეს სრული პროფანაციაა.”
კომენტარებში, მარიამ ჯიშკარიანი, რომელსაც ეკითხებიან, რატომ აგვიანდება დასკვნას, წერს:
“17 ექსპერტია ჩართული, აქედან 6 უცხოელი, ეს ექსპერტები სექტემბერ ოქტომბერში იყვნენ, დასკვნა როგორ იქნებოდა?
4 დასკვნა დევს ემპათიის, ეს მეხუთე იქნება, ასე რომ აქეთ ხელს ნუ იშვერთ, იწით გაიშვირეთ საითაც გასაშვერია.
ამხელა ექსპერტიზა რა დროს ითხოვს იცით? თქვენი ასეთი დამოკიდებულება ჩვენი შრომის დაუფასებლობაა.”
კომენტარები