ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, პრეზიდენტის ახალგაზრდებთან შეხვედრას ესწრებოდა და სიტყვითაც მიმართა:
,,მე ვარ ლაზარე გრიგორიადისი, 22 წლის და მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, დიდი პატივისცემა გამოვხატო თქვენ მიმართ იმისთვის, რომ სწორ მხარეს იბრძვით, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ევროპულ მომავალს არ ჩამოვშორდეთ. სიტყვები არ მყოფნის ისე მიყვარხართ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩვენი პრეზიდენტი ხართ. მადლობა დიდი”
ლაზარეს ზურაბიშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, რაზეც მადლობა საჭირო არ არის.
კომენტარები