ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:
„თეოლოგები და ეკლესიასთან დაახლოებული პირები კითხულობენ ლელა რატომ იცავს მეუფე ზენონს მისი ინფორმირებულობის მიუხედავად. იმიტომ ჩემო კარგებო, რომ ნახევარ სიმართლეს ვერ ვიტან, წაქცეულის ჩაწიხვლას ვერ ვიტან და უსამართლოები ხართ ყველანი, ვინც იცით, რომ იმ სინოდალურ კომისიაში, ვინც ზენონს ვერდიქტი გამოუტანა, მასზე ნაკლებ ეჭვმიტანილები არ არიან. და მარტო ბრიტანეთის მრევლზე რომ შეგტკივათ გული, ნახევარი საქართველოს მრევლმა რა დააშავა? ყველამ თქვენს გულებში ჩაიხედეთ თეოლიგიან სასულიერო პირიანა და იქ ნახავთ რა გამოძრავებთ, თორემ მე ყველაზე დაუინტერესებელი და ობიექტური ვარ ამ შემთხვევაში. ამ საკითხს ვხურავ და მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ. არ მჯერა მათი გულწრფრლობის ვინც შედეგებს ებრძვის და არა მიზეზებს.“
ლელა ჯეჯელავას დეკანოზი ილია ჭიღლაძე პასუხობს:
„არაა საჭირო შეთქმულების თეორიების ძიება და ისრების გადატანა ჩვენზე, ქ-ნო ლელა. წაქცეულის ჩაწიხვლა არაა, ის რომ ვთქვათ: ზენონის ეპისკოპოსობა არ შეიძლება არცერთი წუთით. ჩვენ არც მის გამსამართლებლებს ვაფარებთ ხელს. მაგრამ ვერც ზენონს გავამართლებთ. გამსამართლებლები პირიქით, ზენონს კიდევ აძლევენ შანსს, დმანისის ეპარქია დატოვეს და სინოდის წევრობა. ზენონი წინა წლებში ეპისკოპისობას ტოვებდა და ხევსურეთში მიდიოდა სოფლის მეურნეობის და მამაპაპათა ადგილების მისახედად და ახლა რა ბზიკმა უკბინა რომ ასე ებღაუჭება საეპისკოპოსო ტახტს? თანაც აუცილებლად ლონდონისას??? აი, ის საერთოდ როგორ შეიძლება რამეში გაამართლოთ?! უბრალოდ, რა სამართალია ვერ ვიგებ, გარდა იმისა რომ ურცხვად იმეორებთ, თეოლოგებს და სას. პირებს რაღაც ქვენა ინტერესები აქვთო. სირცხვილია უბრალოდ…“
ლელა ჯეჯელავა:
„სიტყვები შეარჩიეთ“
დეკანოზი ილია ჭიღლაძე:
„რაღა სიტყვები შევარჩიო ჯერ იყოდა შიო რას დაგპირდათ ღმერთმა იცისო, ახლაა და ისევ მსგავსი ქვეტექსტებით წერთ პოსტს. ძალიან რბილად გესაუბრებით და დააფასეთ “
ლელა ჯეჯელავა:
„მე თქვენ საპატრიარქოს თანამშრომლებში არ აგერიოთ გეთაყვა, ამ ტონალობაში ჩემთან საუბრის უფლებას თავს ვერ აძლევენ, კარგად გაითვალისწინეთ თქვენ და თქვენმა მეგობარმა თეოლოგებმა. ტყუილად არ ღელავთ. ჩემი რჩევაა რომ მშვდობიანად დავშორდეთ,ასე ჯობია“
კომენტარები