“ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე, პროკურატურის განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
ცესკო-მ მიმართა პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ინტერესშიც შედის. თუკი ვინმეს რაიმე კონკრეტული ფაქტი აქვს, ინფორმაცია გამოძიებას უნდა მიაწოდოს. მათ შორის, სალომე ზურაბიშვილიც გამოვიდა და ისაუბრა გაყალბებაზე. მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხი რომ არ იყოს, კეთილი ინებოს, მობრძანდეს და წარადგინოს კონკრეტული ფაქტები.
ეს ადამიანი უხეში ფორმით პირდაპირ საუბრობს გაყალბებაზე. წარმოუდგენელია, რომ ვინმემ არჩევნები გააყალბა. თუკი მას აქვს მტკიცებულებები, თუ მართლა ჰქონდა რაიმე დანაშაულს ადგილი, ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. პრეზიდენტი იყენებს ყველა პლატფორმას, საუბრობს სიცრუეს, ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას. შესაბამისად, ვალდებულია, ყველა მტკიცებულება წარმოადგინოს, რაც არჩევნებს ეხება. შეგვიძლია, დავიტრაბახოთ, რომ ასეთი არჩევნები მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც ვერ ტარდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ირკვევა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი.
კომენტარები