მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკიდან რამდენიმე დღის წინ გაეწერა.
სეფაშვილმა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორთან გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა:
„მადლობა მინდა ვუთხრა ამ ადამიანს და მთელ მის გუნდს, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის ყოველი ადამიანის გადასარჩენად, ვინც სნეულდება ამ ვირუსით. სიტყვებით ვერ გამოხატავ, თუ რამხელა სიკეთეს აკეთებს ეს ხალხი თავისივე ჯანმრთელობის ხარჯზე. ამას ჰქვია ნამდვილი პროფესიონალთა გუნდი, მადლობა ლევან“
შეგახსენებთ, მერაბ სეფაშვილი 10 დღის მანძილზე გადიოდა მკურნალობას საუნივერსიტეტო კლინიკაში.
კომენტარები