მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ კი, განაცხადა:
“მე ხმამაღლა ვამბობ ჩემს პირად სურვილს. მე ვთვლი, რომ ამ ადამიანმა აუცილებლად უნდა გააგრძელოს მკურნალობა უცხოეთში და ჩემი ლოცვაც ამაში მდგომარეობს. შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლო ჯანმრთელობისთვისაც არის და დავიწყებული ცოდვების მიტევებისთვსაც და მთლიანად წავუსვი ზეთი მთელს სხეულზე. მე დიდი იმედი მაქვს, ეს ზეთი კურნავს ადამიანს, მაგრამ მთლიანადა ამის იმედზეც არ უნდა ვიყოთ და ადამიანმა უნდა იმკურნალოს.
ძალიან გამხდარია, უფრო მეტად კიდე გახდომა თუ შეიძლება ადამიანის, ვეღარ წარმომიდგენია…
ქრისტიანისთვის სასიკვდილო ცოდვად ითვლება თვითლიკვიდაციისკენ ნებისმიერი მიდრეკილება. ამაში ადანაშაულებენ მას და მე ვამბობ, რომ ეს დიდი ცოდვაა. სიცოცხლისთვის იბრძვის მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად.
სიკვდილი არ მიუსჯია არავის მისთვის. თუ ის სიკვდილმისჯილია, თუ მას უვადო პატიმრობა ეკუთვნის, ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ.”
კომენტარები