თეთრიწყარო საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, თამარ ბრეგვაძე, მედიაში გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს:
“ვეხმაურები, დღეს იმედის სატელევიზიო ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ნათქვამი იყო, რომ მე, თეთრიწყაროს საკრებულოს წევრი, თამარ ბრეგვაძე თურმე ვაპირებ პარტიის (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის) დატოვებას. აღნიშნული შეესაბამება სიცრუეს!
იყო შემოთავაზებები ამასთან დაკავშირებით, თუმცა არ ვაპირებ მსგავსს არაფერს! არც არავის აქვს ხელთ ამასთან დაკავშირებული ჩემი რაიმე განცხადება ან რაიმე სიუჟეტი. არაფერ მსგავსს არ ვგეგმავ და რომ ვაპირებდე საკრებულოს შენობის ფონზე გაკეთებული სიუჟეტის მაგივრად ხელთ ექნებოდათ ჩემი სატელევიზიო ჩართვის ამსახველი რაიმე მასალა ან თუნდაც ჩემი განცხადება. ასე რომ, დამმშვიდდით,დაწყნარდით და აკეთეთ საქმე ქვეყნის საკეთილდღეოდ. მე კი იქ ვაპირებ ყოფნას, სადაც დავიწყე! ,,ენმ”-ში, უნდა ეს ვინმე თუ არა!! არ ვაპირებ არც არსად წასვლას, მით უმეტეს არც არსად გადასვლას და მიხილავთ ისევ იქ, სადაც ვიყავი აქამდე!!
ჯერ ახლა იწყება ყველაფერი და ჩემი თვალით და მონაწილეობით უნდა ვნახო ბევრის დაცემა!წასვლა გამორიცხულია, ჯერ ყველაფერი წინაა!! აღნიშნული სიცრუე თუ ისევ განმეორდება, იძულებული გავხდები მივმართო სხვა ზომებს.”
კომენტარები