“ენმ”–ის წევრი, რომან გოცირიძე:
“რომელი დასახელების საქონლის გატანა აკრძალა რუსეთში ჩვენმა საბაჟომ? რომელი ბრძანებულების საფუძველზე? მაგალითად, რუსეთს პრობლემა ძეხვის წარმოებაშიაც კი შეექმნა. თურმე თხელი, ხელოვნური მასალა, რომელიც ძეხვს გარს აკრავს, უცხოეთიდან შემოჰქონდათ. ეს მასალა “ნიკორამ” რომ შეიძინოს საჭიროებაზე ასჯერ მეტი და მერე რუსეთში გადაყიდოს, ვინ შეუშლის ხელს?
სიცრუეა, რომ საბაჟოზე რაიმე სახის კონტროლი ხორციელდება.”
კომენტარები