გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი ეხმაურება რამდენიმე ბრალდებული არასრულწლოვნის და მათი მშობლების მოთხოვნას, რომ „ტოიოტა ქამრიში” მჯდომი ყველა პირი სიცრუის დეტექტორზე დაიკითხოს.
იგი აცხადებს, რომ სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს, ის არ გამოყენებულა, როგორც საპროცესო მოქმედება და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ასეთს არ იცნობს
„იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს აქვს ამის გამოცდილება, თვლიან, რომ ეს არის საპროცესო მოქმედება და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, შეუძლიათ თავად ჩაატარონ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მოესურვებათ,” – აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სიცრუის დეტექტორის გავლის მოთხოვნით, რამდენიმე არასრულწლოვანის, მათ შორის ზ.ხ. შიმშილობს!
კომენტარები