კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსული ჯარები “ძალიან ახლოს არიან დედაქალაქთან” და ქალაქს „რთული ღამე“ ელოდება.
“სიტუაცია ახლა კიევისთვის საფრთხის შემცველია, გაზვიადების გარეშე. რთული ღამე და დილა გველის წინ”.-თქვა კლიჩკომ.
„კიევის თბოელექტროსადგურთან 3-5 წუთის ინტერვალით ხუთი აფეთქება მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადები გზაში არიან. დეტალებს ვარკვევთ“, – განაცხადა კლიჩკომ.
მან აღნიშნა, რომ კიევის საავადმყოფოები ომის დროს მუშაობდნენ. ასევე, განმარტა, რომ საგუშაგოები დამონტაჟდა ქალაქის მთავარ შესასვლელთან და დედაქალაქის სტრატეგიულ ობიექტებთან ახლოს.
„რუსული ჯარები ძალიან ახლოს არიან დედაქალაქთან. დივერსიული ჯგუფები ქალაქში სამხედრო და სამართალდამცავ სტრუქტურებს ანეიტრალებენ. დედაქალაქში ხიდები დაცვისა და სპეციალური კონტროლის ქვეშაა. მათ სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები პატრულირებენ“
კომენტარები