გამოცემა “ტაბულას” დირექტორი, გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“გიგა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გახდა.
2018 წლიდან, ევროპულ საქართველოს თანმიმდევრულობის და საკუთარი სიტყვის პატივისცემის პრობლემა აქვს – იმდენად, რომ მეც კი მიჭირდა ლიდერშიფის ნდობა.
2020 წელს, კამპანიაში, ჩემი თვალით ვნახე მძიმე პრობლემები მენეჯმენტში – მართვაში.
დარწმუნებული ვარ, რომ გიგას არჩევით პირველი საკითხი უკვე გადაწყვეტილია – ამ პარტიიდან ურთიერთგამომრიცხავ მოქმედებებს ამომრჩეველი ვეღარ ნახავს – ლიდერი სიტყვას რომ იტყვის, სიტყვას დაიცავს და ჩემთვის ეს გადამწყვეტია.
რაც შეეხება მართვას –
ესეც მოგვარდება, გამართული ბექოფისი შეიქმნება, სისტემური გადატვირთვა მოხდება, და პარტია ქვემოდან ზემოთ პრინციპით აეწყობა.
ჩვენი მხარდამჭერები უპირველეს ყოვლისა! ახლა მათი კარგად გაცნობის და დაფასების დროა – სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან.
მოკლედ, საინტერესო პროცესი იწყება და მიხარია.”
კომენტარები