რამდენიმე დღის წინ, ჩემს მეგობარს დასჭირდა საყოველთაო დაზღვევა – უარი უთხრეს. მისული იყო წინამძღვრიშვილზე მდებარე კლინიკაში, სადაც განუცხადეს, რომ საყოველთაო დაზღვევა შეჩერებული, ფიზიკურად დამატების უფლება არა აქვთ, რეგისტრაციას ვერ გაატარებენ.
გადაიხადა ფული, რასაც გასწვდა, რასაც ვერ გასწვდა, ვერ გაიკეთა ის ანალიზი დ გამოკვლევა და წამოვიდა.
დავრეკე ჯანდაცვის სოციალური მომსახურების განყოფილებაში – ხოოო…
ბრძანება გამოუციათ, რომლის მიხედვითაც კლინიკას, რომელსაც 13 ათასი დაზღვეული ჰყავს – აღარ აქვს უფლება პაციენტი დააზღვიოს და მოემსახუროს კვლევებით ან ანალიზებით საყოველთაო დაზღვევის პირობებში, მაგრამ ეს ბრძანება მოქმედებს 1 მაისამდეო, მერე იქნება შეიცვალოსო!
ხო, იქნება დავწყდეთ 1 მაისამდე!
“ევექსში” ვიყავი გუშინ და იქ თავსგადამხდარ ისტორიას ცალკე მოვყვები – მაგრამ იქ მაგალითად, მითხრეს, რომ მათთან საერთოდ არ მოქმედებს საყოველთაო დაზღვევა!
რაღა დარჩა – სახელმწიფო პოლიკნილიკები და ჯანდაცვის ცენტრები?
მონახო კლინიკა, რომელსაც 13 ათასზე ნაკლები პაციენტი ჰყავს – ადვილი არ აღმოჩნდა. ჩვენ ვერ ვნახეთ.
გრიპის ნებისმიერი ვირუსის დროს, მაშინ როცა გრიპის ვაქცინების პრობლემაა ქვეყანაში, ჯანდაცვის პირველადი რგოლი, ანალიზების ასაღებად მაინც უნდა მუშაობდეს გამართულად.
ყველამ სასწრაფოში დარეკოს და საავადმყოფოში წააყვანინოს თავი? და ვინ იცის ჯერ, რა აკრძალვები დაუწესეს კიდევ საავადმყოფოებს, სანამ ცხვირით არ შევეჯახებით – ვინმე გვაძლევს ამ ინფორმაციას? იცოდით, რომ პირველი იანვრიდან დაზღვევა შეჩერებულია კლინიკათა უმრავლესობაში?
ამას დამატებული კორონავირუსი, ამ წუთების ინფორმაციით კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ბერლინშიც.
ვირუსს 14 დღიანი ინკუბაციის პერიოდი აქვს და არავინ იცის, რამდენ ადამიანს აღმოაჩნდება კიდევ, რამდენი ადამიანია საფრთხის წიაშე – მსოფლიოს ყველა ქვეყანა ცდილობს მზად დახვდეს ვირუსს, მსოფლიოს უამრავ ქალაქში მზად არის კარანტინისთვის ადგილები – საქართველო კი ამ დროს, წყვეტს საყოველთაო დაზღვევას.
1 იანვრიდან წყვეტს.
26 დეკემბერს გააფრთხილა ჩინეთის ჯანდაცვამ მსოფლიო!
1 მაისამდეო, სულ რაღაც – მანამდე ვინც დაზღვეული არ არის, თავში ქვა უხლია და ვინც დაზღვეულნი ვართ, ისინიც ვერ დავიკვეხნით კარგ ჯანდაცვას.
რა მიზნით შეჩერდა საყოველთაო დაზღვევა? – პასუხი მარტივი, ნელა ვწყდებით, ნელა ვკვდებით და პროცესს აჩქარებენ.
სერიოზულად კი – ჯანდაცვის ბიუჯეტი შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახური გადავიდა ჯანდაცვის დაქვემდებარებაში, მიუხედავად იმისა, რომ მათხოვრული პენსია, მათხოვრული კაპიკებით გაიზარდა – ჯანდაცვის ბიუჯეტი შემცირდა.
სამაგიეროდ გაიზარდა თბილისის მერიის ბიუჯეტი – რომელსაც მართალია სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანხები აღარ აქვს გასაღები, მაგრამ ბიუჯეტი მაინც გაეზარდა!
ფული, ბაბაია, ფული – რთული არჩევნები მოდის. სჭირდება მუნიციპალიტეტებს თანხები, მართლა ბიძინა ხომ არ გგონიათ იხდის არჩევნებისთვის კარტოფილის ფულს?
“ალია” აგვისტოდან მოყოლებული წერს, რომ საყოველთაო დაზღვევის გაჩერებას აპირებს ივანიშვილი, ოღონდ, არ სურდა ეს გაეკეთებინა დავით სერგეენკოს ხელით, ისევე, როგორც არ სურდა დავით სერგეენკოს ხელმოწერა ყოფილიყო 520-დადგენილება. ამ შავი საქმეების გასაკეთებლად მოიყვანა ეკატერინე ტიკარაძე.
მოსინჯეს ახლა, თუ გავიგებთ და თუ ამოვიღებთ ხმას – 1 მაისიდან აღადგენენ, თუ არადა – კი მოაწერენ დაზღვევის სამუდამო გაჩერებას ხელს!
1 მაისიდან კი არა, 1 თებერვლიდან კი არა – ხვალიდან უნდა აღდგეს საყოველთაო დაზღვევა – გუშინ ვირუსით სამეგრელოში 22 წლის გოგო გარდაიცვალა, იმ ვირუსით, რომელი ვირუსითაც აღარავინ კვდება მსოფლიოში!
ხალხი არის გაღატაკებული, დამშეული, დაბალი იმუნური სისტემით – რა დროს საყოველთაო დაზღვევის გაჩერებაა! მართლა გვხოცავთ?
ალია, თამო კეშელავა
კომენტარები