მიძღვნილ პროექტის ფარგლებში პროექტის SMM-სპეციალისტებმა “ულვაშგაპარსული” ადოლფ ჰიტლერი ვერ იცნეს და დიდი სამამულო ომის გმირად გაასაღეს.
პროექტი “გმირების სახელები” პროექტ “უკვდავი პოლკის” ანალოგიაა, სადაც ჩელიაბინსკის ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო პროექტის ხელმძღვანელებისთვის გაეგზავნა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე საკუთარი წინაპრის ფოტო და მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, რის შემდეგადაც ის სოცქსელ «ВКонтакте»-ს გვერდზე ქვდეყნდებოდა.
როგორც გაირკვა, ერთერთმა პირმა, ანონიმური ელ-ფოსტით პროექტის ავტორებს ადოლფ ჰიტლერის ფოტო გაგუზავნა შემდეგი ტექსტით: “ვლადიმერ ვლადიმერის ძე სუმინი, 1918-1945 წ. ომში წავიდა 1942 წელს, ომობდა მოსკოვისა და კურსკის მისადგომებთან, დაიღუპა 1945 წელს “ვისლა-ოდერის” ოპერაციის დროს”. გვერდის ადმინისტრატორებმა სურათი ვერ იცნეს და აღნიშნული მონაცემები გამოაქვეყნეს წარწერით: “ქალაქი უნდა იცნობდეს თავის გმირებს”.
სოცქსელში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ სურათი წაიშალა. უყურადღებო სპეციალისტებს კი პრემიას აღარ მისცემენ. პროექტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათ მართლა ვერ იცნეს ჰიტლერი და ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ამ თემაზე ვინმეს ასეთი ბოროტი ხუმრობის გაკეთება შეეძლო.
ნიუპოსტი
კომენტარები