• რეკლამა
  • კონტაქტი
15:45, პარასკევი, 30 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკანდალი – სააკაშვილის საქართველოში ჩამომყვანი ,,კანონიერი ქურდი” კიევში ჩაცხრილეს?!!(ვიდეო)

ალია ავტორი - ალია
20:58 11-18-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,760

კიევში კრიმინალური ავტორიტეტი ირაკლი მალანია ჩაცხრილეს. დანაშაული იმდენად თავხედური გახლდათ, რომ უკრაინელი სამართალდამცავები და მედია ვერ იხსენებენ, 90-იანი წლების შემდეგ, ბოლოს როდის მოხდა ასე ღია და თავხედური ფაქტი.( იხილეთ ვიდეო).  მალანია კიევის სასამართლოს წინ მაში ჩაცხრილეს, როცა იქ სხვა ბრალდებულებთან ერთად, პროცესზე გამოცხადდა. მალანიას უკრაინელი სამართალდამცავები ფულის გამოძალვას, ადამიანების გატაცებას და მკვლელობასაც კი ედავება. უფრო ზუსტად, მალანიას 2019 წელს ბრალი კომპანია „ალკოჰოლური ტრადიციების ფაბრიკის“ დირექტორის, ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობაში დასდეს, თუმცა შემდეგ ბრალდება მოუხსნეს და ახლა ამ მკვლელობისთვის ჩეჩნეთის მოქალაქე, ვინმე შარხან გაკაევი იძებნება.

რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, რომლებიც დღეს კიევის სასამართლოში მალანიასთან ერთად გამოცხადდნენ და სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩნენ. ესენი ირაკლი ჯაფარიძე, ლერი ასათიანი, ივან კობზარი და იგორ პშენიჩნი არიან. დაზარალებულად კი სასამართლომ ოცამდე პირი, მაათ შორის ქართველები – ირაკლი საბულუა, მალხაზ თორდია, მაია ჟვანია, ლოლა თორდია და ანა თორდია სცნო. თორდიები უკრაინაში ცნობილი ექიმები არიან და სასამართლო მალანიაას მათთვის ფულის გამოძალვას ედავებოდა.,,ალიამ” ამ საქმის მნიშვნელოვანი სხვა დეტალები გაარკვია.

უკრაინაში მცხოვრები წყარო ,,ალიას” იმასაც უყვება, რომ მალანია მიხეილ სააკაშვილთან დაახლოვებული პირი გახლდათ და ოდესის გუბერნატორობის დროს ციხიდან სწორედ მიშამ დაიხსნა. უფრო კონკრეტულად კი, მალანიას ბრალად უკრაინის შს მინისტრზე, არსენ ავაქოვზე თავდასხმა ედებოდა ბრალად და რა თქმა უნდა, სანაამ ავაქოვი მინისტრი იყო, მალანიას გამოშვებაზე საუბარიც კი არ მიდიოდა, თუმცა როგორც კი ავაქოვი მოხსნეს, სააკაშვილმა მაქსიმუმი გააკეთა მალანიას ციხიდან გამოსაშვებად. იმასაც გვეუბნებიან, რომ სწორედ მალანია უზრუნველყოფდა სააკაშვილის უსაფრთხოებას უკრაინაში და რაც მთავარია, სწორედ მისი მეშვეობით მოხდა მიშას საქართველოში დაბრუნება და ის გზა, რომელიც მან გაიარა, თავიდან ბოლომდე სწორედ მან დაგეგმა, თუმცა…

ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ როგორც ,,ალიას” უყვებიან, ირაკლი მალანია ვატო ყიფიანის გარემოცვის წევრად ითვლებოდა, ყიფიანი კი სააკაშვილს პირად მტრად ჰყავს გამოცხადებული. ისე გამოდის, რომ მალანია ვატოს ზურგსუკან ეხმარებოდა ექსპრეზიდენტს, მააგრამ რამდენად ახერხებდა ამას, როცა ვატო უკრაინაში ცხოვრობდა, ვერ გეტყვით. აი, მას შემდეგ, რაც ყიფიანი საქართველოში ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულეს და დააკავეს, როგორც ჩანს, მალანიამ დამოუკიდებელი თამაში დაიწყო. ასეა თუ ისე, უკრაინელი სამართალდამცავები დარწმუნებული არიან, რომ მკვლელები სწორედ მალანიაას გამო იყვნენ სასამართლოსთან, რადგან „ინფინიტის“ მარკის ავტომობილი, საიდანაც გასროლა განხორციელდა, ადგილიდან მხოლოდ მაშინ დაიძრა, როცა მალანია გამოცხადდა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, დანარჩენი ბრალდებულები კი ადგილზე იყვნენ და მათი დაცხრილვა თავდამსხმელებს არ უცდიათ.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

1 ივნისს სითი მოლში თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის შეთავაზებები დაგხვდებათ
ახალი ამბები

1 ივნისს სითი მოლში თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის შეთავაზებები დაგხვდებათ

14:12 05-30-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

11:07 05-30-2025
რა არ უნდა გააკეთო არასოდეს, დივნის წმენდისას, თუ გინდა რომ არ გაფუჭდეს?
ახალი ამბები

რა არ უნდა გააკეთო არასოდეს, დივნის წმენდისას, თუ გინდა რომ არ გაფუჭდეს?

07:01 05-30-2025
რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში
ახალი ამბები

რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში

18:12 05-29-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved