„ალია“ დაუკავშირდა ემიგრანტებს, არაერთ ემიგრანტს ვესაუბრეთ, რაკი მათი მონათხრობი, თითქმის იდენტური იყო, ორი მათგანის მონათხრობს შემოგთავაზებთ:
თამარ ბერიშვილი:
“პირადად მე არ ვიცოდი კონცერტის შესახებ, მეტიც, მაშინ შევიტყვე, როცა გაბრაზდა და პოსტი დაწერა, რომ არ დაეწერა, ვერც გავიგებდი.
ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელია, მართლა ჰგონია, რომ ჩვენ აქ გასართობად და ბიზნესის საკეთებლად ვართ ჩამოსულნი? ჩვენ აქ ვმუშაობთ და დასვენების დღე გვაქვს კვირას, ასევე, წესით, ხუთშაბათ საღამოს, მაგრამ ქართველების უმეტესობას იტალიელები თანხას უმატებენ და იმ ხუთშაბათ საღამოსაც ვმუშაობთ.
კონცერტი როდის იყო დაგეგმილი ახლაც არ ვიცი, მაგრამ, ვიცი ის, რომ ნამდვილად არ იყო დაგეგმილი კვირა დღეს.
მახსოვს ნატო გელაშვილი რომ იყო ჩამოსული, ორი თვით ადრე ვიცოდით, ვემზადებოდით, ერთმანეთს ვეუბნებოდით, „ოცნების“ მხარდამჭერებიც იყვნენ და „ნაციონალების“. მშვენიერი საღამო იყო, ძალიან ბევრი ხალხი ვიყავით, მერე სცენიდან ჩამოვიდა და ვისაუბრეთ კიდეც. არავინ არავის ჰყოფს აქ „ქოცებად“ და“ ნაცებად“.
მე მაგალითად თვეში ორი დღე მაქვს სულ თავისუფალი, ვმუშაობ და თან ვსწავლობ, მინიმუმ ერთი თვით ადრე ვგეგმავ იმ დასვენების დღეს. აუცილებლად წავიდოდი ამ კონცერტზეც, რომ მცოდნოდა, თუნდაც იმიტომ, რომ გენატრება ყველაფერი ქართული. ნაცებთანაც მაქვს ურთიერთობა, „ოცნების“ მხარდამჭერებთანაც, პირველად მესმის, რომ ვინმე ვინმეს დაემუქრა დეპორტაციით.
ყველანი ადამიანები ვართ და ყველას ჩვენი აზრი გვაქვს, პოლიტიკაზეც ვსაუბრობთ და ზოგჯერ შეიძლება ვიკამათოთ კიდეც, მაგრამ – ჩვენს გვერდით რომ კარგი სამსახური გამოჩნდეს, ქართველს დავურეკავთ, თუნდაც იმას, ვისთანაც გვიკამათია!
მინდა ხმა მივაწვდინო თემურ თათარაშვილს და ვუთხრა მას, ნუ მოგვაყენებს შეურაცხყოფას, ჩვენ აქ ვმუშაობთ, ზოგს დამსაქმებელთან დაკონტაქტებაც უჭირს კვირეები, ხომ უნდა შევათანხმოთ გათავისუფლება? დასვენების დღისთვის დაემთხვიათ, შეეტყობინებიათ და მივიდოდით”
ნათათო გიორგაძე:
“ახლაც არ ვიცი, როდის იყო ჩამოსული. მაგათ ეგონათ, „ოცნების“ მხარდამჭერები მივიდოდნენ, თანხებს გაისროდნენ, 20 ევრო ღირს ბილეთი აქ ზოგადად, ალბათ, მაგ კონცერტზეც ასე ეღირებოდა.
იყო საუბარი, რომ კონცერტი უნდა ყოფილიყო, გავრცელდა ხმა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უნდა მივიდნენ მარტო და ნაცები არ მოხვიდეთო, მერე ემიგრანტებმა თქვეს, საერთოდ არ წავალთ თუ ასე დაყოფილია პოლიტკურადო.
ჩვენ აქ ყველაფერი ქართული გვენატრება, ყველას პატივს ვცემთ, ხელოვანის მორაგბეს, ძიუდოისტს, ყველას სანახავად სიხარულით მივდივართ, რაგბის ქართული გუნდის თამაშის სანახავად სად არ ვყოფილვარ, აწიც წავალ. რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ, ქართველები არიან, ვამაყობ მათი მიღწევებით.
ერთი ათმა ადამიანმა დამირეკა უკვე, ვინ ჩაშალაო, ვის უნდა ჩაეშალა, არც ვიცოდით, როდის ტარდებოდა.
ვერ ჩამოყალიბდნენ და არ დაწერეს, კვირას ტარდებოდა, შაბათს, თუ ხუთშაბათს, არც ის თქვეს, სად ტარდებოდა.
არც ფოტოები დადებულა ახლა კონცერტის. ეტყობა, თავი ვერ მოაბეს გაკეთებას და უთხრეს, აი, ნაციონალებმა ჩაშალესო, ესაა ქოცური აზროვნება.
ხალხი არ მივიდოდა, რომ სცდონოდა, ეგ არის ტყუილი, ნებისმიერი ემიგრანტის ხმას დავიცავ. მოუსვეს ემიგრანტებს ხელი და დააბრალეს. არ ყოფილა აფიშა, არ ყოფილა განცხადება.
რაც შეეხება დეპორტს და მუქარას, ეს ზღაპარი გავიარეთ, რომ იცოდეთ არ ადეპორტებს იტალია, არა, ეგ უკვე ყველა ემიგრანტმა იცის. მაშინაც კი თუ პოლიციასთან გაქვს პრობლემა, მოგდის წერილი, დატოვე ეს ქალაქიო, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, დატოვე ქვეყანაო. დავუშვათ, პირი, რომელსაც მსგავსი წერილი აქვს მისული, ქალაქის და ქვეყნის დატოვებაზე, გააჩერა ქუჩაში პოლიციამ, მაშინაც კი არ გადეპორტებს. ესეც მორიგი ტყუილია. სხვათა შორის, არჩევნების დროს, მართლა აშინებდა „ოცნება“ ამ დეპორტაციით ხალხს, მაშინ ავუხსენით ემიგრანტებს და ფურცელზე დავუწერეთ კიდეც, რომ არ ადეპორტებს იტალია და არ შეეშინდეთ.
საერთო ჯამში, ეს იყო ქოცური ტყუილი და ქოცური ნარატივი.
საერთოდ არ გვაინტერესებს არავისი პოლიტიკა, ყველა კონცერტზე მივდივართ, თუ გავიგეთ, რომ ქართველი მომღერალი, ან მუსიკოსი ჩამოდის.
ბატონ თემურს კი მინდა ვუთხრა, ვინც ჩამოვა ემიგრანტებთან, ემიგრანტების სამუშაოს, პოზიციას სცენ პატივი. ამ განცხადების მერე ემიგრანტი აღარ მივა მის კონცერტზე, როგორი დაორგანიზებულიც არ უნდა იყოს. როცა ხელოვნების სახელით მოდიხარ, როცა ამბობ, რომ ყველა ემიგრანტისთვის მღერი – არ უნდა გააკეთო ასეთი პოლიტიკური განცხადებები.”
იმავე საღამოს, თემურ თათარაშვილმა სოციალურ ქსელში, კიდევ ერთი კომენტარი დაწერა:
„იქ რამოდენიმეს კითხვა დავუსვი, თუ რომელ წელს იყვნენ წასულები ემიგრაციაში და რა? აღმოჩნდა რო ნაციონალების პერიოდში წასულან. იმასაც კი ვერ ხვდებოდნენ, რისთვის ვეკითხებოდი !!”
კიდევ ერთი ემიგრანტი, ნანკა, წერს:
„მე ვარ იტალიის ქალაქ რეჯო-ემილიაში. ქართველი ემიგრანტების რაოდენობით, მეორე ქალაქია ეს იტალიაში, ქალა ბარის შემდეგ. აქ ჩატარდა კონცერტი ნახევრადცარიელ დრაბაზში, სადაც 80% ზუსტად ნაციონალები იყვნენ მისულნი. ბოლოს უნდოდათ პასუხი მოეთხოვათ მის კომენტარზე, მაგრამ შეგვეცოდაო, იმდენად საბრალო გარემო იყოო, ცარიელი დარბაზიო. მე შეგნებულად არ წავედი“
„ალია“ დაუკავშირდა თემურ თათარაშვილს, რომელმაც უარი გვითხრა კომენტარზე, მაგრამ, მოგვცა იმ ადამიანის ტელეფონის ნომერი, რომელიც ეხმარებოდა საორგანიზაციო საკითხებში.
ადამიანს, რომლის ნომერიც ბატონმა თემურმა მოგვცა, არ სურს ვინაობის დასახელება, გვთხოვა, ვინაობის დასახელების გარეშე ჩაგვეწერა:
– ემგიგრანტები გვწერენ და გვირეკავენ, გვეუბნებიან, რომ არ იცოდნენ კონცერტის შესახებ.
– როგორ არ იცოდნენ, იცოდნენ და საქმის კურსში იყვნენ, ვიღაცეებმა შეიძლება არ იცოდნენ, მათ, ვინც სოფლებში ცხოვრობს, მაგრამ ქალაქში ყველამ იცოდა. 70-80 ადამიანი მოვიდა. რეჯიო ემილიაში წარმატებული კონცერტი ჩატარდა, აღარ მიდიოდა ხალხი დარბაზიდან, რამდენიმე იტალიელიც იყო მოსული და აღფრთოვანებულნი წავიდნენ.
თემურ თათარაშვილი ოქტომბერში იყო მილანში, იქ უთქვამთ, მანტოვაში ჩამობრძანდით, ხალხს ერთ საათში ავაგროვებთო, ასი ადამიანი კი არა, არ აგროვდა საერთოდ, დამირეკეს და გვითხრეს, რომ 50 კაციც არ გროვდებაო. ცარიელ „ზალაში“ ხომ არ იმღერებდა კაცი? ფულიც არ ჰქონდათ აღებული, ასე რომ არც წავსულვართ ხუთშაბათს ამ ქალაქში საერთოდ.
როგორც ახლა თქვენ მკითხეთ, რატომ არ აგროვდა ხალხიო, ისე ვკითხე მეც იმათ და მიპასუხეს, რაღაცა იქ ბაღია, იქ შეიკრიბნენ „ნაციონალების“ მომხრეები, იყო წყევლა და კრულვა, ვინც ამ კონცერტზე წავაო.
ახლა მარტის პირველ რიცხვში მილანშია კონცერტი, თუ ჩატარდა, ამ კორონავირუსის გამო, ხოდა, მომღერლები რომლებიც მოდიან, სააკაშვილის მხარდამჭერები ყოფილან, მერე რა? ამის გამო არ უნდა მივიდეთ?
მე არც ერთ პარტიაში არა ვარ, არც ერთი არ მაინტერესებს.
– ემიგრანტებმა მითხრეს, რომ მათ დასვენების დღე აქვთ ხუთშაბათს საღამოს და კვირას. იმ ხუთშაბათსაც უმეტესობას თანხას უმატებენ და ისევ სამუშაოზე რჩება – კონცერტები იყო დაგეგმილი ოთხშაბათს და ხუთშაბათს, სამ საათზე, ხო?
– არა, ოთხშაბათს და კვირას ისვენებენ, თუმცა, ოთხშაბათს უფრო ცოტა ისვენებს, კი. მე არ ვიყავი ამ კონცერტების ორგანიზატორი, მე თემურის 30 წელზე მეტია ვიცნობ, დამირეკა და დავეხმარე რაღაც საკითხებში. მანტოვაში არც წავსულვართ მერე. არც მაინტერესებს და აღარც ვარ იქ ჩამსვლელი. ეს იყო საქველმოქმედო კონცერტი, ქართული სკოლის გახსნა გვინდა და იმას უნდა მოხმარებოდა.
ერთი სიტყვაც არ დამიწერია ახლა მე, ვუყურებ უბრალოდ, ვინ რას წარმოადგენს, ზოგზე მეცინება, ზოგზე მეტირება. ერთი წერდა, თათარაშვილი ისაა ხო, „მელიქიშვილის გამზირს“ რომ მღერისო? – რა უნდა ველაპარაკო ასეთებს? აქლემი რომ არა ვარ, ის ვამტკიცო? თემური რომ კარგად მღერის, ის ვუმტკიცო? რა უნდა დავწერო?
ამიტომ არ ვასახელებ ჩემს ვინაობასაც, დაიწყებენ მერე ჭორაობას, მომიწევს ახსნა-განმარტების გაცემა. ჩემი ფული გადავიხადე ათასი დოლარი. კონცერტები კი უნდა ყოფილიყო, როგორც უკვე გითხარით საქველმოქმედო. ჩვენ აქ არავინ არაფრით გვეხმარება, მალე ბავშვებს ქართული წერა-კითხვა დაავიწყდება საერთოდ. ამიტომ გვინდა სკოლის გახსნა. ელემენტარულად იმას ვერ მივაღწიეთ, რომ 5 წუთი დაგვითმოს პარლამენტმა და მიიღოს შესაბამისი კანონი, რომლის მიხედვითაც, ქართული მართვის მოწმობის გამოყენება შეგვეძლება. ალბანელები და აფრიკელები იყენებენ თავიანთ მართვის მოწმობებს და ჩვენ ვერა.
–ნატო გელაშვილის კონცერტამდე ორი თვით ადრე ვიცოდითო, ემიგრანტები ყვებიან, ამჯერად, არ ვიცოდით, აფიშაც არ იყოო.
წინა ხუთშაბათს მამა კირიონმაც უთხრა მრევლს, სამრევლოს გვერდზეც დაიდო ინფორმაცია. აფიშები არ იკვრება, პატარა ქალაქია მანტოვა, კონცერტი არ ყოფილა იქ დიდი ხანია. რა მნიშვნელობა აქვს ორი თვით ადრე გაიგებ, თუ არა?
ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ ბიჭები რეჯო-ემილიაში და ისე ეუბნებოდნენ ხალხს, ჩემმა მეუღლემ 100 ადამიანი დათაგა განცხადებაზე და იმ ასიდან მოვიდა 10.
– ერთმა ემიგრანტმა დაწერა, უმრავლესობა კონცერტზე მისული ადამიანებიდან – „ნაციონალები“ ვიყავითო.
– ხომ არ ვკითხავდი, რომელი პარტიის წევრი ხართთქო? რაში მაინტერესებდა? მე არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ. აგერ დედაჩემი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, სააკაშვილის ფანატია, რა ვქნა, დედაჩემია…
–თემურ თათარაშვილმა დაწერა, ემიგრანტებს ვკითხე, როდის წავიდნენ ემიგრაციაში და მითხრეს სააკაშვილის დროსო.
– ხო, არ ვიცი, შეიძლება ესაუბრა ემიგრანტებს მერე, მე არ ვიცი. რაც ვიცი, ის მოგიყევით.
მართალია, თემურ თათარაშვილმა არ მოგვცა „ალიას“ კომენტარი, მაგრამ ჩემს ფეისბუქის გვერდზე, საჯარო პოსტის ქვეშ პასუხობდა ემიგრანტებს:
ქეთი თაქთაქიშვილი: თამო, გაგვაგებინე რაა სხვა ემიგრანტებსაც რა მოხდაა. აქ @ვერებიანი კი ვერავინ ვნახე მაგრამ მაინც.
სიმართლე გითხრათ, უცებ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა ქეთი, მოგვიანებით, ისევ თავად გამახსენდა, თათარაშვილის ნათქვამი: – „მე მომწონს გახარია, იმიტომ, რომ კაცია და #ვერებიანია!
მაგრამ, როგორც ჩანს, ბატონი თემური, მაშინვე მიხვდა რაზე საუბრობდა ქეთი და მე დამიწერა პასუხი:
„გადაეცი თქვენს მწარე ენის მეგობრებს იმ #ვერებს რომელსაც ახსენებენ გავთხრი პირში“
მოგვიანებით, ბრალი დაგვდო, რომ კომენტარი წავშალეთ და სქრინის გადაღება ვერ მოასწრო, მაგრამ კომენტარი ახლაც დევს ჩემს გვერდზე და ახლაც შეუძლია ფოტო გადაუღოს.
ქეთიმ უპასუხა ბატონ თემურს:
„აუუ გადავირიეე ამოვწყდი სიცილით. მართლა ბავშობიდან ვუსმენ და ვგიჟდები მის სიმღერებზე ნუ პიროვნებას არასოდეს ვიცნობდი, ბატონო თათარაშვილო ეგ #ვერები თქვენ თვითონ ახსენეთ და მე ნურაფერ მაბრალებთ. მოთოკეთ ჯობია ემოციები და აკონტროლეთ პირის აპარატი ასე ნაკლებად დაზიანდებით თქვენ, თორემ მე ბოდიშით და ფეხებს ვერავინ მომჭამს. არც არავინ იცის რომ ვარსებობ. მართლა ბევრი ადამიანი გააკვირვეთ ვისაც სიმპათია ჰქონდა თქვენს მიმართ. ჩამობრძანდით ვარშავაში აქ გავაკეთოთ კონცერტი და შევრიგდეთ. ჩემი პოლონელი უფროსი უსმენს თქვენს რუსელ ვერსიებს. ასე რომ სანამ ვინმეს რამეს შეთხრით დაფიქრდით.
ნათათო:
“კვერცხებით რომ დაგხვედროდათ ემიგრანტები, ძალიან კრეატიული კი იქნებოდა ნამდვილად,მაგრამ მოიგონეთ რაღაც არარსებული კონცერტი თქვენ და “ქოცებმა” და იმიტომ რომ ხალხი არ მოვიდა დააბრალეთ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს! ვინც ეგ გითხრათ იმათ ხომ გონი დაკარგული აქვთ მაგრამ თქვენ?! ცოტა სიფრთხილე გმართებთ ემიგრანტებთან, როცა სტატუსების გამოცხობას დაიწყებთ! და თუ ყველასთვის მღერით იმღერეთ და პოლიტიკას ნუ გამოიყენებთ ფარად!!! აქვე დავწერ ძალიან სირცხვილია ქალს მიმართოთ იმ სიტყვებით რაც კომენტარში გიწერიათ,მგონია რომ ღირსეული არჩევანი გააკეთეს ემიგრანტებმა, თუ მართლა ტარდებოდა თქვენი კონცერტი იტალიაში და არ მოვიდნენ,ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მიუღიათ!!! თქვენ არ იმსახურებთ ემიგრანტების აპლოდისმენტებს! და ბოლოს თავი დაანებეთ სხვებისთვის და განსაკუთრებით ემიგრანტებისთვის გაურკვეველი ტყუილების დაბრალებას,პრობლემა ეძებეთ საკუთარ თავში და არა ჩვენში”
თემურ თათარაშვილმა ისევ ისე უკმეხად გასცა ემიგრანტებს პასუხი:
“კაი გენაცვალე, რო ჩამოხვალ, აქ დაგხვდებიან კვერცხებით და არა მარტო…”
ლილი:
„მე მადლობა მინდა, ამ პოსტს ვუთხრა, გადასარევად გავიგე ვინ და რა ყოფილა თათარაშვილი. ადამიანი ისაა, რაც პირიდან ამოსდის და როგორც იქცევა და არა ის, რასაც მასზე ამბობენ. თან როგორ ჰყვარებია მაყურებელი და პოტენციური მსმენელი!ჰო, კიდევ, ნაციონალები არა მარტო საქართველოს, მსოფლიოს მართავენ თურმე და არ ვიცოდით, სიტყვებს მოუფრთხილდით, შეიძლება აგიხდეთ.
თათარაშვილი: ხო მიშა და ყვავილები დაიდე გვერდზე…
კიდევ ბევრი კომენტარი იყო, მაგრამ, ესეც საკმარისია, ვფიქრობთ.
წერილი უკვე მზად გვქონდა, როცა კიდევ ერთმა ემიგრანტმა მოგვწერა:
„რეჯჯო ემილიაში, არ გაიყიდა ბილეთები, ოღონდ მაყურებელი ყოლოდათ დარბაზში უბილეთოდაც იხვერწნებოდნენ, როგორც წერს ნაციონალებმა ჩაშალაო – არასწორია, ნაციონალების მომხრეები ბევრნი ვართ, მაგრამ მე არ წავედი იმიტომ რომ – ნარკობარიგიაა“
უამრავი განაწყენებული ემიგრანტი გვწერს, უმეტესობა ძალიან მწარედ ილანძღება. ვფიქრობთ, აზრის შესაქმნელად ისიც საკმარისია, რაც გამოვაქვეყნეთ.
ასევე, უნდა გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსლეში, წერილი გამოვაქვეყნე, ღიად ვეძებდი ადამიანს, რომელიც დააშინეს, მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა თემურმაც იცოდა, ამ თემაზე რომ ვმუშაობდა და იმ ადამიანმაც, ვისი ნომერიც მომცა თავად – არც ერთი ემიგრანტი, რომელიც „დააშინეს“ და იმიტომ არ მივიდა კონცერტზე – არ შეგვხმიანებია!
თამო კეშელავა
ალია №7
კომენტარები