დეფაქტო ხელისუფლება გენოციდის აღიარებას ითხოვს და ციხელაშვილი თანახმაა?
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მინისტრი ციხელაშვილი, დიდად არც აქამდე უჯერებდა პიარს, მას შემდეგ რაც პიარმა (ორივე პიარმა ერთ დღეს) მიატოვა, უფრო და უფრო დაუჯერებელი ხდება მისი განცხადებები:
დღეს ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. დეპუტატმა, ამირან დიაკონოვმა თქვა:
“რა პირობებში შეიძლება ჩვენს ქვეყნებს შორის ამ ურთიერთობების აღდგენა. დააღწევს საქართველო თავს ფაშიზმს? აღიარებს ჩვენს დამოუკიდებლობას? აღიარებს 20-იანი წლების გენოციდს? აღიარებს 90-იან შემდეგ 2000-იან წლებში განხორციელებულ აგრესიას? გაათავისუფლებს საქართველო სამხრეთ ოსეთს თავისი სამხედრო მოსამსახურეებისგან, რომლებიც სამხედრო-პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ქმნიან რეგიონში? ყველაფერი საქართველოს პოზიციაზეა დამოკიდებული“
და ციხელაშვილი იმავე დღესვე აცხადებს:
„ჩვენ ძალიან დიდი ხანია, გაცხადებული გვაქვს და ნაბიჯებსაც ვდგამთ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის გაფართოებისაკენ. ეს აუცილებელია და, ვფიქრობ, ამის შესაბამისი ფორმებიც არსებობს. ისევე, როგორც არსებობს სივრცე და საკითხები.
თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, არის მისასალმებელი. ფორმებიც არის სხვადასხვა. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილას. შესაძლებელია იყოს თბილისში ან თუნდაც სოხუმში. მთავარია შინაარსი და მზაობა სწორედ ამ მიმართულებით“
რაზე უცხადებ მზაობას?
გენოციდის აღიარებაზე?
დამოუკიდებლობის აღიარებაზე?
ისტორიას გვედავება კიდევ და ქართველების ჩასახლებას აფხაზეთში – მთლიან ტექსტს თუ ნახავთ.
ერთადერთი მაკავშირებელი გყავს – ევროსადამკვირვებლო მისია და ცხელ ხაზსაც ვერ აწარმოებ მის გარეშე და განცხადებები მაინც მოისმინე!
გამოაცხადე საუბარზე მზაობა, მაგრამ თქვი შენი პირობებიც საუბრამდე!
რა აფხაზეთი ეკონომიკური წახალისება, მშიერი ბავშვები ათენებენ თბილისში ნაგვის ურნებთან.
ეკონომიკაზე სასაუბროდ მიგიწვიათ აფხაზურმა მხარემ?
აფხაზური მხარე ითხოვს გენოციდის აღიარებას, დამოუკიდებლობის აღიარებას, გეუბნება, რომ ფაშისტი ხარ და ჩვენი პასუხია – მზაობას გამოვთქვამთ საუბრისთვის, თუ თბილისში ვერ ჩამოხვალთ, სოხუმში გეახლებით?
ალია
კომენტარები