მაია მწარიაშვილი, ყოფილი მთავარი პროკურორი, იურისტი, “ტვ პირველთან” ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრობს და ამბობს:
თავშივე ვიტყვი, ეს საშინელი ტრაგედია, ამ ქვეყანაში ჩვენ მოქალაქეებს ექსპერტებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიტიკოსებს, ბევრს გვავალდებულებს. ამიტომ ჩვენი ცოდნის, გამოცდილების, კვალიფიკაციის მაქსიმუმი ყველამ უნდა დავდოთ ამ საქმეში და ბოლოს შევაფასოთ რამდენად სისტემურია ეს დანაშაული, წინასწარ შეფასებას რომ აკეთებს მმართველი პარტიის ლიდერი.
მე ვუსმინე ბრიფინგს, კარგია, რომ პროკურტაურა ასეთ საქმეებზე აკეთებს ბრიფინგს, დეტალური მოხსენება იყო, თუმცა, ამ საქმეს იძიებს ვაკე–საბურთალოს პოლიციის განყოფილება და ზედამხედველობს ვაკე–საბურთალოს პროკურატურა. ის რომ კაბელი იყო დაზიანებული, ეს გაარკვია, ფაქტები გვაჩვენა, ილუსტრირებული იყო, ამ დონის საგამოძიებო ორგანო გვაუწყებს ამას – ეს საქმე არ არის კაბელის დაზიანების საქმე, როგორ დაზიანდა, ან არ დაზიანდა, ან ვინ დააზიანა ეს კაბელი ვაკის პარკის ფანტანში.
ეს საქმე უნდა იწყებოდეს ტენდერიდან, მისი პირობებიდან, ხელშეკრულებიდან, შესრულებული სამუშაოდან – კორუფციიდან უნდა იწყებოდეს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასეთი საქმეების უკან დგას ელიტური კორუფცია, რომელიც ძალიან დიდი პრობლემაა ამ ქვეყანაში.
კარგად რომ დაგანახოთ, რამდენიმე გარემოებას გავუსმევ ხაზს, რაც დოკუმენტებში ზედაპირზე ჩანს. დარწმუნებული ვარ, ამ გარემოებებზე ყურადღებას არ გაამახვილებს გამოძიება, ამიტომ, ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ვაიძულოთ გამოძიება, ყურადღება მიაქციოს ამას.
ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა გრინსერვის პლიუსი, 11 მილიონ რაღაცა თანხით, ამ ღირებულების სამუშაოს შესრულებაზე გააფორმა ხელშეკრულება.
პირველივე ნიშანი, როდესაც ვვარაუდობთ კორუფციულ სქემას, დავანებოთ თავი, რომ უპირობო ლიდერია არაეთ საქმეში, მიაქციეთ ყურადღება – მისი კონკურენტი, მის სატენდერო წინადადებას, 11 მილიონ რაღაცას, რაღაცა თანხით ცდებოდა, უფრო მაღალი წინადადება ჰქონდა მის კონკურენტს. გრინსერვის პლიუსმა გააკეთ, ცოტა უფრო დაბალი სატენდერო წინადადება, მიიღო ეს გარიგება, 11 მილიონ 800 ათასამდე ლარზე და ნახეთ რა ხდება, რამდენიმე თვეში, შედის ცვლილება ამ ხელშეკრულებაში და იმ სხვაობას, მილიონ რაღაცას უმატებენ ამ თანხაზე – ამ ღირებულებით ის უკვე ასცდა მის კონკურენტს! – ეს არის ჩვეულებრივი ხრიკი, დამკვიდრებული ცუდი პრაქტიკა ასეთ ტენდერებში.
ეს მაღალი თანხა რითი მიიღო იცით? საერთოდ, თანხის გაზრდა არ ხდება და ამის სამართლებრივი საფუძველი ძალიან შეზღუდულია, ამითი აღარ შეგაწყენთ, მაგრამ, ნახეთ, რის გამო მოითხოვა რამდენიმე თვეში თანხის გაზრდა – კონსტუქციების მაღალი სტანდარტებით ჰიდროიზოლაციაა საჭირო და ამიტომ გამიზარდეთ მილიონ 200 ათასითო – წარმოგიდგენიათ? ეს ჰიდროიზოლაცია, ზუსტად ის თემაა, რის გამოც ეს ტრაგედია დატრიალდა.
ასცდა ამ თანხით კონკურენტის შეთავაზებულ თანხას. ეს უკვე ტოვებს კორუფციის განცდას – აქედან უნდა იწყებოდეს გამოძიება.
შემდეგ უნდა ჩავხედოთ ხელშეკრულებას, რომელიც 13 მილიონიან სამუშაოზე 7 გვერდიც არაა და ბევრი არაფერი წერია, მაგრამ რა წერია აქ მთავარი – ამ ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ, ნაკისრი ვალდებულებების კონტროლს, შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს ქალაქის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლები და რომელი თანამშრომლები არ ვიცით და ეს გაუგებარია, მაგრამ ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს თბილისის მერიის მუნიციპალური ლაბორატორია – გსმენიათ ამ ლაბორატორიის მონაწილეობაზე? მას ევალებოდა ამ სამუშაოს ტენიკური შემოწმება.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია – ობიექტი იყო კი ექსპლუატაციისთვის მზად? ეს არის მთავარი პრობლემა ამ ამბავში.
მთავარია ობიექტის მირება–ჩაბარების წესი, რომელიც ასევე მინიმალისტურია, მაგრამ აქ ის მაინც წერია, რომ ობიექტის მიღება–ჩაბარება უნდა მოხდეს რამდენიმე დოკუმენტის საფუძველზე. შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ფორმა2 – შესრულებული სამუშაოს და სამხარაულის, ან აკრედიტირებული დაწესებულების ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ რას უნდა ეხებოდეს ეს დასკვნა – ეს დასკვნა უნდა ეხებოდეს შესრულებული საუშაოებისა და მიწოდებული პროდუქციის ხელშეკრულების პირობებთან და პროექტთან შესაბამისობას და ხარისხს. მხოლოდ ამ დასკვნის შემდეგ დგება მიღება–ჩაბარებების აქტი და მიღებულად ითვლება გარკვეული სამუშაოები.
ჩვენ შემთხვევაში, საქმეშია 6 მიღება–ჩაბარების აქტი. პირველ ხუთზე რომ ვისაუბროთ – ყველა ამ ხუთიდან ადასტურებს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირებას. არც სამუშაოების შესაბამისობას, არც პროექტთან შესაბამისობას, რასაც ითხოვდა ეს ხელშეკრულება თუნდაც, იმას არ ადასტურებს. ადასტურებს მარტო ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირებას, მათემატიკაა, ფორმა2–ში რომ წერია ეს ღირდა ამდენი, ამდენი ამდენი, ეს ითვლის, ეს მართლა ღირდა ამდენი, ამდენი ამდენი. ამას ადასტურებს. ამით სამუშაოს ვერ მიიღებდნენ. თუმცა, ყველა მიღება–ჩაბარებას ხელს აწერს გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი.
ავყვები პროკურატურის ბრალდების მეორე ნაწილს – ყალბ დოკუმენტზე როცა იყო საუბარი, ეს ეხება მეექვსე მიღება–ჩაბარების აქტს. ეს აქტი, ასევე საუბრობს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირებაზე და მხოლოდ ერთი წინადადებაა ბოლოში, რის გაყალბებასაც ედავებიან, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან, ზოგადად. ამის გამო პასუხისგებაში მისცეს ექსპერტები და გრინსერვისი პლიუსის თანამშრომლები, ვითომ მათ ეს თავისი ინიციაივით გააყალბეს, მაგრამ, ეს ვისთვის გააყალბეს იცით? მერიისთვის! მერიას უნდოდა რომ ეს ჩანაწერი აქ ეხილათ, სხვანირად ეს ჩანაწერი აქ ვერ მოხვდებოდა. ამ დასკვნის სრულ ვერსიას რომ ვნახავთ, იქ ჩანს, რომ ამ საექსპერტო დაწესებულებამ ეს კვლევა არ ჩაატარა და მარტო ეს ერთი წინადადებაა აქ დამატებული, ეს ერთი, მაგრამ ყველაზე მთავარი – “შენექსპერტი”, საექსპერტო დაწესებულება, რომელმაც აქ ეს წინადადება დაწერა, რის გაყალბებასაც ედავებიან, მას ამ წინადადების დაწერის უფლება არ ჰქონდა, რადგან მისი აკრედიტაციის სფეროს სცილდებოდა, მას გაუუქმეს ამ სფეროზე დასკვნის დაწერის უფლება ამ დასკვნამდე რამდენიმე თვით ადრე.
შესაბამისად, მერიის თანამდებობის პირი, რომელიც ამის საფუძველზე ადგენს მიღება–ჩაბარებას და ის არ არის დაკავებული, ამ მიღება–ჩაბარებას ხელს აწერს გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი, რომელიც გადადგა და არც მისი მოადგილეა ამ ნაწილში ბრალდებული. მან იცოდა, ან უნდა სცოდნოდა, რომ ამის დაწერის უფლებამოსილება ამ საექსპერტო დაწესებულებას არ ჰქონდა. აქ შემოდის სწორედ მერიის თანამშრომლების პასუხისმგებლობა. ეს არ არის მხოლოდ ექსპერტებთან დაკავშირებული.
ამ ხელშეკრულების თანახმად – სპეციალური პუნქტია, 6.2. მიმწოდებელი ვალდებულია, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად შესრულებული ელექტროსამუშაოების ნახაზი, დამიწების კონტროლის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოწყობილი ქსელი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გადააბაროს შემდგომ ორგანიზაციას – მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ეს ელექტროსამუშაოები მიიღოს აქტით მერიამ. ამ სამუშაოების მიღებაზე მიღება–ჩაბარების აქტი არ არსებობს. ეს ელექტროსამუშაოები, თავისი დამიწების ნახაზით, უსაფრთხოებამ რომ არ იმუსავა, ეს მაქვს მხედველობაში, ეს სამუშაოები მერიას არ მიუღია, ამაზე მიღება–ჩაბარების აქტი არ არის. არსებობს მხოლოდ ეს 6 აქტი, რომელიც მხოლოდ კალკულაციას აკეთებს.
ეს ობიექტი არ იყო მიღებული, ექსპლუატაციის უფლება არ არსებობდა, ისე გახსნა ეს ობიექტი ჩვენი ქალაქის მერიამ. ჯერ იმ ნაწილში, მშენექსპერტის დასკვნას ვერ მიიღებდნენ, რადგან მას იმ ჩანაწერის გაკეთების უფლება არ ჰქონდა და ყალბი იყო და უნდა სცოდნოდათ, რომ ეს უფლება არ ჰქონდა და მერე, ამ ნაწილში, სპეციალურად ელექტროობას რაც შეეხება და უსაფართხოება როგორ მუშაობს, ამაზე სხვა ტიპის მიღება–ჩაბარება კეთდება, რომელიც არ არსებობს ბუნებაში. შესაბამისად, ამ ობიექტის გახსნის იურიდიული საფუძველი არ არსებობდა, უკანონოდ გამოაცხადეს გახსნილად ეს ობიექტი.
რაც შეეხება იმას, პროკურორმა რომ გვაჩვენა, მილის ფერს რომ ცვლიან, საქალაქო სამსახურის უფროსი, მილის ფერს რომ იწუნებს, ეს არ აგვიხსნეს რატომ დაიწუნა, სწორედ იმიტომ რომ ეს სამუშაოები არც იყო მიღებული. ან მას ვინ ეკითხება, რატომ უნდა შეიცვალოს ერთი ფერის მილი, მეორე ფერის მილით, შავი იქნება, თუ თეთრი.
როცა არ არსებობს სპეციალური მიღება–ჩაბარების აქტი, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავარ ამბავზე არ ელაპარაკებიან საზოგადოებას! არ არსებობს აქტი, რომ იურიდიულად შემდგარი, ექსპლუატაციისთვის ვარგისი იყო ობიექტი და შეიძლებოდა მისი ჩართვა და არ აფეთქდებოდა, პირობითად, მთელი ვაკის პარკი –აი, ეს არ არსებობდა, ისე შემოგვასაღეს დასრულებულად ეს ობიექტი.
კომენტარები