2018 წლის დასაწყისში საბერძნეთში ტრაგედია მოხდა, 44 წლის ქალი, სამი შვილის დედა ირინი ლაგუდი მანქანაში დაიწვა.
მკველელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ პოლიციას თვითმკვლელობა ჰგონებოდა.
ქალს მიღებული ჰქონდა აბები!
იგი დაიწვა ტანზე ბენზინის გადასხმის და ცეცხლის წაკიდების შედეგად და არსებობდა კადრები, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, როგორ იყიდა ბალონით ბენზინი.
დღემდე უცნობია, როგორ მიიღო მან წამლები, ან რატომ იყიდა ბალონით ბენზინი და მის ტელეფონში არ იყო რამე მინიშნება იმის შესახებ, რომ მას ვინმემ აიძულა ბენზინის ყიდვა, თუმცა, როგორც მერე გაირკვა, მას მოტყუებით აყიდვინეს საწვავი.
როგორ დადგინდა, რომ ირინი ლაგუდს თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს?
მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა კადრები, როგორ ყიდულობდა ირინი ბენზინს, ოჯახი ამტკიცებდა, რომ იგი თავს არ მოიკლავდა.
გაქრა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოტივატორი დანაშაულის – ფული.
ლაგუდის ოჯახის ადვოკატის აცხადებდა, მათ აქვთ რწმენა, რომ საქმე მკვლელობასთან გვაქვს. მანქანის დაწვა კი წინასწარ იყო განზრახული. რაც შეეხება საკითხს, რომ ქალმა გარდაცვალებამდე ბენზინი შეიძინა, არ ნიშნავს, რომ ის თავის მოკვლას აპირებდა, რადგან შესაძლოა ეს ყველაფერი მოტყუებით მოხდა.
იმუშავეს ბერძენმა გამომძიებლებმა ოჯახის ვერსიაზე და საბოლოოდ დადგინდა, რომ ქალს, რომელმაც ჯერ საწვავი იყიდა და მერე აბები მიიღო – თავი არ მოუკლავს და იგი მოკლეს, როგორღაც კი აბებიც დაალევინეს და საწვავიც აყიდინეს.
დღეს ემიგრანტებმა ირინის ისტორია გაიხსენეს და თამარ ბაჩალიაშვილისთვის აფთიაქში გადაღებული კადრები, ბერძენი ქალის მიერ საწვავის ყიდვის კადრებს შეადარეს. წერენ, რომ საბერძნეთში სამართალმა იზეიმა.
ასეთ საქმეებში მთავარი მოტივია, პროკურატურა ვერც თვითმკვლელობის მოტივს ასახელებს (თუ არ ჩავთვლით ბავშვობისდროინდელ ისტორიებს) და არც მკვლელობის მოტივზე მუშაობს. ბოლო დროს მოდაში შემოვიდა მოტივის გარეშე “გახსნილი” საქმეები, იმიტომაცაა მერე ამდენი წაგებული საქმით რომ გამობუნძულდება ხოლმე პროკურატურა სასამართლოდან. სხვათა შორის, ბერძენმა სამართალდამცველებმა ფედერალური ბიუროს დახმარების გარეშე გახსნეს ირინის საქმე და სხვათა შორის, არც ამდენი საეჭვო გარემოება იყო, არც მწყემსები ფიგურირებდნენ საქმეში და არც სუს-ის მანქანები! მანქანის პოვნის ადგილშიც არავის შეპარვია ეჭვი!
ცნობისთვის, მეორე თვე გადის რაც 13 წლის ბიჭია დაკარგული, ილია ფილფანი და სამარცხვინოდ განცხადებაც არ გაგიკეთებიათ, კვალიც ვერ იპოვნეთ, კარგი ბავშვი გაქრა, ველოსიპედის კვალი მაინც გეპოვნათ, კვალი ვერ იპოვნეთ და მოტივზე არც მაგ საქმეში მუშაობთ! ბიჭის ბაბუაც ასე უგზო-უკვლოდ დაიკარგა!
დღეს პროკურატურამ იმ ბრიფინგზე, სადაც ამაყად ჩამოთვალა, როგორ იყიდა თამარმა (რომელიც მანამდე თურმე გუგლავდა რა წამლები ეყიდა და რა დოზა) 150 აბი მედიკამენტი, ხო, აი, ზუსტად მაგ ბრიფინგზე თქვა, დრონის კადრები კი გვაქვსო, როგორ არა გვაქვსო, გვაქვს, აბა, რაო, უბრალოდ ისე მოხდა, ის ადგილი, სადაც მანქანა ვიპოვნეთ დრონის კადრებში ვერ მოხვდაო! აქვე შეგახსენებთ, რომ საკმაოდ ახლოს იპოვნეს თამარის მანქანა გზიდან, ხოლო დრონის კადრების ოჯახისთვის ჩვენება ზუსტად თვენახევრით გააჭიანურეს! რად უნდოდა დრონის კადრების მშობლებისთვის ჩვენებას თვენახევარი? – დასამონტაჟებელი ხომ არ იყო ეგაც? – თუ იყო?
შემთხვევით, მანქანის პოვნის ადგილი არ აღმოჩნდა კადრებში, შემთხვევით სუს-ის სამი მანქანა მიყვებოდა ბაჩალეიშვილს უკან, შემთხვევით, გოგომ, რომელმაც წამლების ოდენობა დაგუგლა, 150 აბი წამალი იყიდა, რაც დალია, დალია, რაც არა – დატოვა, შემთხვევით, მაისური სხვა ეცვა დილითო, ამბობენ მეზობლები, შემთხვევით, მწყემსი მაინცდამაინც აქციიდან 8 საათში პოულობს მანქანას, შემთხვევით, გოგო, რომელიც მიტოვებულ ადგილს ეძებდა, თურმე, გზის პირას ჩერდება, შემთხვევით, მანქანის პოვნის წინა ღამეს, ელექტორენერგია ითიშება სოფლებში, შემთხვევით ფლეშკა გაქრა, შემთხვევით, ანაბარზე დიდი თანხა აღმოჩნდა, შემთხვევით, 10 წუთით სადღაც ქრება გზაზე თამარის მანქანა (ტვ.პირველს ჰქონდა ამაზე სიუჟეტი), შემთხვევით, შეყვარებული ბაჩანა დროს გაგებინებთ, შემთხვევით, სულ შემთხვევით, მედიას ხელთ უვარდება არასრულწლოვანი ბაჩალიაშვილის ჩვენება და ექიმის დასკვნა – ესეც კი, რაც ჩამოვთვალეთ, ძალიან ბევრი ხომ არ არის ერთი საქმისთვის, ბატონებო?
ახლა რაც ზუსტად ვიცით – თამარის მანქანა, რომელიც გზასთან ახლოს იყო, როგორც ამბობთ, ვერ იპოვნეთ, სანამ ოჯახმა აქცია არ ჩაატარა!
თამარს ფული ჰქონდა და ნამდვილად შეეძლო სხვაგან ცხოვრება, თუ სახლში არ უნდოდა ცხოვრება, როგორც ამტკიცებთ. გეგმები ჰქონდა, სწავლას აგრძელებდა, საფრანგეთში მიდიოდა. ჭკვიანი იყო და მინიმუმ სასიკვდილოდ საჭირო წამლის ოდენობას მაინც დაიმახსოვრებდა.
ეს კი 44 წლის ირინი ლაგუდის ავტომანქანაა. აი, იმ ირინის, რომელსაც ჯერ საწვავი აყიდინეს თავისი ხელით, მერე აბები მიაღებინეს და როგორც მიხვდით, ექსპერტიზასაც დიდი ვერაფერი დარჩა საკვლევად – მიუხედავად ამისა, ბერძენმა სამართალდამცველებმა მაინც არ იმუშავეს მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე.
ხო, არც ირინის მანქანა უპოვნიათ მაგისტრალზე!
ალია
კომენტარები