ლევან ჯავახიშვილი
“ალიას“ ესაუბრება საერთაშირისო საკონსულტაციო კომპანია „ეპიკ ამბასადორის“ თავმჯდომარე, კონრად ბაბუნაშვილი.
– ბატონო კონრად, „ნაცმოძრაობაში“ დიდი განხეთქილება მოხდა, ნიკა მელიამ დატოვა პარტია. აქეთ მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ის და მელია პარტნიორები იქნებიან… თქვენის აზრით, რა პროცესებთან გვაქვს საქმე?
–ამ საკითხს უკვე შევეხე ადრე „ალიაში, ახლა უფრო დავაზუსტებ…
ნიკანორ მელია არის რუსეთის ფეესბეს აკადემიის კურსდამთავრებული, სადაც იგი მოხვდა შოთა კვირაიას რეკომენდაციით, რომელმაც მას ე.წ. ლიმიტი გაუკეთა.
– ამას თქვენი ვარაუდით ამბობთ, თუ მტკიცებულება გაგაჩნიათ?
– არსებობს ამის უამრავი მტკიცებულება, ცნობილია ნიკანორ მელიას ოთახის ნომერი ფეესბეს აკადემიის საერთო საცხოვრებელში, ცნობილია ორი ქართველის ვინაობა, რომელიც მასთან ერთად სწავლობდა ფეესბეს აკადემიაში და ახლა ერთი მათგანი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მუშაობს, ხოლო მეორე გორის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანია… კიდევ უფრო დავაზუსტებ, რათა მკითხველს უკეთესი წარმოდგენა შეექმნას მელიას ფეესბეს აკადემიაში სწავლის შედეგებზე – კერძოდ, კურსდამთავრებულებს აწყობენ ე.წ. ლინეიკაზე, სადაც მათ ანიჭებენ კონკრეტულ სამხედრო წოდებას, სადაც ისინი ფიცს დებენ რუსეთის სახელმწიფოს მიმართ ერთგულებაზე… მემგონი, ყველაფერი გასაგებია! ახლა, როდესაც მელია ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას აპირებს, ალბათ გასაგებია, ვინ დააფინანსებს ამ პარტიას. შესაბამისად, ქართველმა ამომრჩეველმა ეს უნდა იცოდეს, რათა არ მოხვდეს რუსეთის ფეესბეს მიერ დაგებულ ახალ მახეში, რომელიც იქნება გაგრძელება საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული იმ უსინდისო თამაშისა ორ ხელში, რასაც „ნაც–ქოცური“„ლუბიანკის ნარატივი“ ჰქვია საქართველოსთვის.
– საიდან გვაქვს ეს ინფორმაცია?
– ეს ლოგიკური კითხვაა და პასუხი ასეთია: დაზვერვის საკითხებზე მომუშავე პირებისგან, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების ახალი ტალღის წევრ ორგანიზაციებთან, მთელ მსოფლიოში.მაგალითად, იგივე წყაროდან იღებს ინფორმაციას „ბლუმბერგი“.
– გასაგებია, მაგრამ ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა, რასაც წესით, მელიას მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვება. კონკრეტული ფაქტები და მყარი არგუმენტები თუ გაქვთ?
– კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მელიას მიერ ფეესბეს აკადემიის დამთავრების ფაქტი იმდენად გახმაურებულია, რომ ვერ წარმომიდგენია, თავად მან გაბედოს და უარყოს. უბრალოდ, მისთვის ეს კითხვა არავის დაუსვამს ღია ეთერში. ამიტომაც საინტერესოა, ამ კითხვაზე მისი ღია პასუხის მოსმენა თავად ნიკანორისგან. ამ პასუხის მოსმენის შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდება. უფრო გასაგები რომ გახდეს, რაც ზემოთ ვთქვი, ორიოდ სიტყვას ვიტყვი მე-6 და მე-7 თაობის თანამედროვე საინფორმაციო-ანალიტიურ ტექნოლოგიებზე: თანამედროვე დაზვერვის მიერ, ინფორმაციის 80 % მოიპოვება ღია წყაროებიდან და მხოლოდ 20 % არის ჰუმან ინთელიჯენსი, ანუ აგენტურული ინფორმაცია. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელიც მოიტანა 21-ე საუკუნემ, შესაბამისად, იცვლება სადაზვერვო და ინფორმაციული ტექნოლოგიები. მე-6 და მე-7 თაობის სოციალური და სოციო–ჰუმანიტარული ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაძლებელია, მსოფლიო პროცესების პროგნოზირება დიდი სიზუსტით, რაც ხდება სიმულაციური მოდელირებით BIG DATA-ს საინფორმაციო ბაზის გამოყენებით. ანუ, ღია წყაროების დამუშავებაც კი კომპიუტერულად ხდება თანამედროვე პირობებში. შესაბამისად, კეთდება სიღრმისეული კორელაციური ანალიზი და პროგნოზი. ვინც ფლობს თანამედროვე საინფორმაციო-ანალიტიკურ ტექნოლოგიებს, მას შეუძლია საკმაოდ ზუსტად დაინახოს მსოფლიოს განვითარების ტრენდები და გარკვეული მოვლენების ჩასახვის, განვითარებისა და გამოვლინების ზუსტი თარიღებიც კი დასვას.
ამიტომაც, ანალიტიური კომპანიები ფართოდ იყენებენ ღია წყაროების მონიტორინგის ტექნოლოგიას. არსებობს არაფორმალური FVEY OSM სისტემა- ეს არის ინგლისურენოვანი საინფორმაციო – სადაზვერვო სისტემა, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ასეულ წევრს (ანალიტიურ კომპანიასა და ანალიტიურ ცენტრებს) მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც მონაწილეობენ სისტემის მუშაობაში, კოოპერირებენ ერთმანეთთან და ინფორმაციას უცვლიან ერთმანეთს, რათა მათ მიერ კონკრეტულ საკითხებზე ჩატარებული ანალიზი ზუსტი იყოს. ”მსოფლიო სისტემის მხოლოდ მცირე საიდუმლოებების დაცვაა საჭირო. დიდ საიდუმლოებებს საზოგადოების ურწმუნოება თვითონ შეინახავს.” ამ თვალსაზრისით, ჩატარებულია ნიკანორ მელიას მოღვაწეობის ანალიზი, რომელიც ცალსახად მიანიშნებს რუსეთის ფეესბეს ნარატივზე, რომელიც ხორციელდება საჭირო დროს და საჭირო გზით, პირადად მელიას მიერ…
… „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკანორ მელია, რუსეთის ფეესბეს აკადემიის კურსდამთავრებულია. ამ აკადემიაში იგი მოხვდა შოთა კვირაიას რეკომენდაციით და შემდგომ პრაქტიკას გადიოდა ლონდონში. ანუ, რუსეთის ფეესბეს კურსდამთავრებული კარგად შეიფუთა ლონდონურად და საბოლოო ჯამში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდა. ამ ფაქტის გამომზეურება გამოიწვევს კამათს, დაისმება საკითხი, აბა წარმოადგინეთ მელიას ფესსბეს აკადემიის დიპლომი და ა.შ…. ავიღოთ ბოლო 5 წელი და გამოვკვეთოთ ნიკანორ მელიას ნამოქმედარი და თანმდები პროცესები, რომლებთანაც ეს ნამოქმედარი პირდაპირ კავშირშია: 1. 2019 წლის 19-20 ივნისსანტისაოკუპაციოაქცია და ნიკანორ მელიას მოქმედებები პარლამენტში შეჭრასთან მიმართებაში. 2. 2020 წლის 27 დეკემბერს, ნიკანორ მელია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გახდა. 3. ნიკანორ მელიას 2021 წლის 23 თებერვლის დაკავება 4. ნიკანორ მელიას გათავისუფლება პატიმრობიდან 2021 წლის 10 მაისს 5. 2021 წლის 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს 6. 2021 წლის 30 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები 7. 2022 წლის 10 იანვარს, კობა ნაყოფია ნაცმოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 8. 2022 წლის 26 ივნისს, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. ეს რვა პუნქტი, აღწერს რუსეთის ფეესბეს სპეცოპერაციას, რომლის მიზანი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სადავეების აღება რუსეთის ფეესბეს მიერ და „ნაცმოძრაობის“ იმდაგვარი მართვას, რომელიც ხელს შეუწყობდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენას. რუსეთის ფეესბეს ამ ოპერაციის ფიგურანტები იყვენ მიხეილ სააკაშვილი, ნიკანორ მელია და მოგვიანებით, კობა ნაყოფია. სამივე არის რუსეთის ფეესბესთან მჭიდრო კონტაქტში, რაც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში იყო ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა რუსეთის ფეესბეს მხარდაჭერით, რაც ერთხელ უკვე მოხდა 2004 წელს, „ვარდების რევოლუციის“გზით, რის შემდეგაც სააკაშვილმა უღალატა რუსებს და მოინდომა ამერიკელებთან გადახტომა გარეგნულად. სინამდვილეში, სააკაშვილს რუსეთის ფეესბესთან კონტაქტი არასოდეს გაუწყვეტია და თემურ ალასანია ყოველთვის უზრუნველყოფდა სააკაშვილის და ფეესბეს საქმიან კოორდინაციას, რისი მიზანიც იყო სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შენარჩუნება და საქართველოს გადაქცევა საკუთარ კორპორაციად. სააკაშვილის ამოცანა ხელისუფლებაში ყოფნა იყო, ხოლო ფეესბესთან თანამშრომლობა ამისი მყარი საფუძველი გახდა, ხოლო „დემოკრატიის შუქურა“ და პროამერიკელობა იყო ანტურაჟი, რომელმაც საქართველოს გარეგნული იერი მართლაც შეცვალა და შექმნა გარეგნული ევროპულობისა და შინაარსობრივი თურქმენბაშის სიმბიოზი. ამან მოამზადა ნიადაგი ფეესბეს მეორე აგენტის („კანტრაქტნიკის“), ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსაყვანად, რაც ფეესბეს ეფექტური, წლების ნამუშევარი იყო საქართველოში. შეიქმნა“ ნაც–ქოცური“ ტანდემი, რომელიც ერთი მონეტის ორი მხარე იყო, ხოლო ეს მონეტა მოიჭრა ლუბიანკაზე, რუსეთის ფეესბეში. ქართული საზოგადოება მოექცა ამ ეშმაკური ჩანაფიქრის მოჯადოებულ წრეში. ამ ნარატივის შენარჩუნებას და განვითარებას კი ემსახურებოდა ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში მოღვაწე რუსეთის ფეესბეს აგენტურა. არსებობს ამ აგენტების სია და იგი რამდენიმეჯერ გამოქვეყნდა კიდეც პრესაში. მელიას შემთხვევაში, საქმე გვაქვს არა ფეესბეს უბრალო აგენტთან, არამედ ფეესბეს ოფიცერთან, რომელსაც დამთავრებული აქვს ფეესბეს აკადემია, დადებული აქვს ფიცი და მიღებული აქვს სამხედრო წოდება. ეს უნდა იცოდეს ქართველმა ამომრჩეველმა და მერე თავად გადაწყვიტოს ვის ენდოს და ვის არა. ჩვენი ამოცანაც ესაა – საზოგადოების ინფორმირება.
ექსკლუზიურ ფოტოზე: ეფესბეს შეფი პუტინი და უშიშროების მინისტრი შოთა კვირაია
კომენტარები