ნიკა მელია სოციალურ ქსელში გავრცელებულ, უცნობი ავტორის მიერ ატვირთულ კლიპს აზიარებს:
ნიკა მელია კლიპის კომენტარში წერს: „ვნახე კლიპი, რომელსაც ქართული ოცნების აქტივისტები აქტიურად აზიარებენ და რომელიც გაკეთებულია პროფესიონალის მიერ.
კლიპიდან გავიგე რომ თურმე გვიხარია კორონავირუსი რომ გვიტევს.
რაზე ცდებით, რაზე ხარჯავთ დროს, ენერგიას, ფულს? უხერხულია, ამ უმძიმეს სიტუაციაშიც რომ ისევ შავ პიარზე და ოპონენტების ლანძღვაზე ფიქრით იღლით ტვინს. იმ ოპონენტების, რომლებიც დროებით უარს ამბობენ დაპირისპირებაზე, პოლიტიკურ უთანხმოებას გვერდზე სწევენ და თქვენს გვერდით არიან ვირუსთან ბრძოლაში.“
სულხან საბას “კუ და მორიელი” გადაიკითხეთ. მორიელივით იქცევით.“
კომენტარები