დავით გარეჯის შესახებ ატეხილ სახალხო ვნებათაღელვამ პიკს ამ ორიოდე დღის წინ მიაღწია, როდესაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, პატიმრობაში მყოფი 2 მიწათმომწყობი – ივერ მელაშვილი და ნატალია ბადალიან-ილიჩევა გირაოს შეფარდებით პატიმრობიდან სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს!
რას ემსახურება ტელევიზიების მიერ ამ ორი ბრალდებულისთვის სამეცნიერო ხარისხის მიწებება და მოწოდება – ,,ღვაწლმოსილი მეცნიერები უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს“ – არ არის რთული გამოსაცნობი, რადგან ელემენტარული ვირეშმაკობის წყალობით, ცდილობენ ცენზი აუმაღლონ ადამიანებს, რომელთაც არც სამეცნიერო ხარისხი აქვთ მინიჭებული და არ კარტოგრაფები არ გახლავან პროფესიით! ისინი არიან მიწათმომწყობები და საიდან მოხვდნენ საზღვირის დამდგენ კომისიაში 2006 წელს, ამას არავინ იკვლევს კოლეგა ტელეჟურნალისტებიდან!!!
სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს გასცემს პასუხს, „ალიას“ რესპონდენტი დიმიტრი ლორთქიფანიძე!
– ბატონო დიმიტრი, რა გააკეთა სახელმწიფომ მათი დაპატიმრებით და რას ნიშნავს მათი გათავისუფლება გირაოს შეფარდებით?
– მოგახსენებთ…. დღეს დავით გარეჯის ირგვლივ ატეხილი ვნებათაღელვა ქართული რეალური პოლიტიკის მთავარი საკითხია! დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგიდან კიდევ დიდი ხანი არ ჩამოვა ეს თემა, ისევე როგორც საკმაოდ დიიდი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი იმასაც, რომ დავით გარეჯის საკითხის გარშემო ასეთი ვნებათაღელვები ყოფილიყო ქართულ საზოგადოებაში! მე მოგიყვებით ისტორიას, რომელიც 2012 წლიდან, ჩემს თვალწინ ვითარდებოდა ჩიჩხიტურის თხემსა და უდაბნოს მონასტერში ჩასასვლელი გზის გარშემო .
2012 წლის მაისის თვეში, როდესაც მე ვიყავი პარლამენტის დეპუტატი, გია ცაგარეიშვილთან, კარლო კოპალიანთან, გოდერძი მარსაგიშილთან, თამაზ დიასამიძესთან ერთად სასწრაფოდ გავემგზავრეთ ჩიჩხიტურის თხემზე იმიტომ, რომ პარლამენტში მოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, სასულიერო პირებს არ უშვებდნენ უდაბნოს მონასტერში! ბუნებრივია, 1 საათში ჩვენ იქ გავჩნდით და გავესაუბრეთ აზერბაიჯანელ ოფიცრებს საქმეში გარკვევის მიზნით, რაზეც მათ გვიპასუხეს, რომ მათ ჰქონდათ ბრძანება, საზღვრის დემილიტაციის კომისიის მუშაობის პარალელურად, გადაეკეტათ უდაბნოში ჩამავალი გზა! ჩვენს კითხვაზე – თუკი, ჯერ კომისიას მუშაობა არ დაუსრულებია და სამართლებრივი აქტიც არ შემდგარა, რა უფლებით ჩაკეტეთ გზა-თქოო? პასუხი ჟღერდა ასე – „ჩვენ ვასრულებთ ჩვენი მთავარსარდლობის ბრძანებასო“! ვაზუსტებ, ეს მოხდა 2012 წლის მაისის 7 თუ 8 რიცხვში…
ამ დროს ხელისუფლებაში არის მიხეილ სააკაშვილი, არჩევნებამე დარჩენილია 5 თვე და სწორედ ამ დროს ხდება ეს ამბავი… ნებისმიერ პატიოსან, თავის მამულზე შეყვარებულ, პატრიოტ ხელისუფალს, რათქმაუნდა უნდა ჰქონოდა ადექვატური რეაქცია და ვიდრე სადემარკაციო კომისიის მუშაობა დასრულებული არ იყო, არავითარი ცვლილებები არ უნდა დაეშვა საზღვრის ამ მონაკვეთზე !
რასაკვირველია დეპუტატების ჯგუფმა, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, გავაკეთეთ განცხადება და საზოგადოება ჩავაყენეთ საქმის კურსში იმის შესახებ, რომ ჩიჩხიტურის თხემზე, დავით გარეჯის სამონასტრო ლავრის მიმდებარე ტერიტორიის უდაბნოს ჩასასვლელ გზაზე, ადგილი ჰქონდა ინცინდენტს, რომელიც პოლიტიკურ და სამართლებრივ კანონებს სცილდებოდა და რომ ეს თვითნებობა ლახავდა საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტს!!! შესაბამისად, ჩვენ პასუხისმგებლობა მომხდარზე დავაკისრეთ სააკაშვილს და მოვითხოვეთ, რომ მას გაეცა პასუხი, როგორც პრეზიდენტს და როგორც ქვეყნის მთავარსარდალს!
პასუხი, გაგიკვირებათ და, გაგვცა ნინო კალანდაძემ, რომელიც იმხანად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახლდათ და მინისტრად კი იმ დროს გელა ბუჟუაშვილი იყო!
ანუ, ნინო კალანდაძეს დაევალა მთავრობის სახელით განცხადება გაეკეთებინა ამ კონკრეტულ ფაქტზე და სიტყვასიტყვით ასე თქვა – „უდაბნოს მონასტრის სადაო მონაკვეთი სინამდვილეში არ არის სადაო, იმიტომ რომ ის იმყოფება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ტექნიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, აღარ ექვემდებარება გადახედვასო“!!! რათქმაუნდა ამ განცხადებამ, უმალ გამოიწვია როგორც ჩვენი, ისე საზოგადოების აღშფოთება, იმავდროულად მყისიერად დააფიქსირა თავისი მწვავე პოზიცია საპატრიარქომ და უკვე 18 მაისს, კალანდაძის შემდეგ, ახლა უკვე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკა რურუას გააკეთებინა განცხადება სააკაშვილმა, რომ „როგორც ტაო კლარჯეთში გვაქვს დაკარგული მიწები, ისე დავკარგეთ აზერბაიჯანის მონაკვეთზე უდბნოს სამონასტრო კომლექსის ნაწილიო“!!!
ეს იყო, სრულიად ამაზრზენი, სრულიად მოღალატეობრივი, და რაც მთავარია, დანაშაულებრივი განცხადება და მიდგომა საკუთარი ქვეყნის საზიანოდ იმიტომ, რომ როდესაც ამას ხელისუფლება აცხადებს და დეკლარირებს, მაშინ იმ დემილიტარისა და დემარკაციის კომისიის მუშაობაც ფიქციაა და სხვა დანარჩენი თანმდევი მოქმედებებიც, გამიგეთ?
ანუ, ის რაც კულუარებში გადაწყდა, ეს უნდა გაეპრავებინა დემილიტაციისა და დემარკაციის კომისიას და ნახეთ, რა ხდებაა და ვინ აპრავებს ამ ღალატს?
საქართველოში ასეთ ღალატს მეცნიერთა უდიდესი ნაწილი ხელს რომ არ მოაწერდა, ეს კარგად უწყოდნენ სააკაშვილის კარზე და აი, აქ ხდება ყველაზე საინტერესო, რამ -ვინ შეარჩიეს დემილიტაციის კომისიაში ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელად?
ჯერ თვითონ ექსპერტის დეფინიცია რა არის, მოდით ამას გეტყვით…
ექსპერტი გახლავთ აკადემიური ხარისხის მატარებელი პირი, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას ამა თუ იმ დარგში, რომელშიც მოწვეულია ექსპერტად!!!
ივერი მელაშვილი, რომელიც 40 წელი იყო მიწათმოწყობის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის რიგითი მიწათმომწყობი, მას არასდროს არ ჰქონია არანაირი სამეცნიერო ხარისხი და შესაბამისად, არც კატოგრაფიის სპეციალისტი გახლდათ შესაბამისი განათლებით!!!
ეს ინტიტუტი შეიქმნა 1961 წელს და მოულოდნელად დაიხურა 2005 წელს და ეს მაშინ როცა ამ ინსტიტუტში დაცული იყო იზოგიფსებიანი რუქები, 25 000, 50 000 , 100 000 მასშტაბის რუქები, რაც სრულ და ობიექტურ მონაცემებს იძლეოდა საქართველოსა და აზებაიჯანის საზღვრის აღნიშნულ მონაკვეთზე და მათ შორის იყო 1938 წლის 200 000 მასტაბის რუქაც, რომელზეც საქართველოს სსრ და აზებაიჯანის სსრ შორის გავლებული საზღვარი, რომელიც მიჩნეული იყო, როგორც ყველაზე მაღალი ნდობის საზღვრად 1996 წელს ალიევის და შევარნაძის შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ ოქმში!!! ამ ოქმს საქართველოს მხრიდან ხელს აწერს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტი მიხეილ უკლება და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი!
ამ ოქმში პირდაპირ წერია, რომ მხარეები იხელმძღვანელებენ 1938 წლის 200 000 ტოპოგრაფიული რუქით!!!
ახლა რატომ 1938 წლის რუქით?
იმიტომ, რომ 1936 წელს საბჭოთა კავშირმა მიიღო კონსტიტუცია და შესაბამისად საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაივლო საზღვარი, რომელმაც გაიარა ჩიჩხიტურის თხემიდან აზერბაიჯანის სიღრმეში 450 მეტრში და ეს ასახულია სქორედ 1938 წლის რუქაზე!!! შესაბამისად, რაიმე სახის სპეკულაცია, რომ ოდესმე საზღვარი გადიოდა ჩიჩხიტურის თხემზე, არ არსებობს მიუხედავად იმისა, რომ ფილიპე მახარიძისა და ნარიმან ნარიმანოვის მიერ 1921 წელს 15 ნოემბერს მცდელობა იყო, რომ ყარაიაზის ველიდან დავით გარეჯის გარკვეული მონაკვეთი გადაცემულიყო აზერბაიჯანს, მაგრამ ეს ფაქტი ვერ შედგა!!!
აი, აქ ძალიან ყურადსაღებია ერთი გარემოება, რითაც ნაციონალური მოძრაობა და მისი აპოლოგეტები, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და სწორედ მათ მივმართავ აქედან – 1921 წლის 15 ნოემბერს საქართველოს რევკომის უფროსი ფილიპე მახარაძე და აზერბაიჯანის რევკომის ნარიმან ნარიმანოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აღსრულება არ ეწერა იმიტომ რომ საქართველოს და აზერბაიჯანის სამართლებრივი სტატუსი მალევე შიცვალა და ორივე გაერთიანდნენ კავკასიის კონფეერაციაში, რომელმაც იარსება 9 თვე და 1922 წლის დეკემბერში შეწყვიტა არსებობა!!! შესაბამისად, საზღვრის დემილიტაცია დემარკაციის იმდროინდელი საკითხი გადაწყდა მას შემდეგ, რაც საქართველომ და აზერბაიჯანმა, როგორც საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკებმა უკვე საბჭოთა კავშირის შემადგელობაში მყოფმა სუბიექტებმა, სახელმწიფო საზღვრის გავლებაზეც იზრუნეს და დადგენილი საზღვრების აქტს ხელი მოაწერა ლავრენტი ბერიამ, ხოლო აზებაიჯანის მხრიდან ბაგიროვმა! რასაკვირველია, იმჟამინდელი რუქის საზღვარმა გაიარა ჩიჩხიტურის მონასტრის მონაკვეთი და უდაბნოს მონასტრის მონაკვეთი, რათქმაუნდა კანონიერად აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიაში, როგორც უნდა ყოფილიყო!!! ანუ ყარაიაზის ველის სიღრმეში 450 მეტრით!
შევარდნაძე და ალიევი, შეხვედრისას თანხმდებიან, რომ საზღვრების დამდგენი დემილიტაცია დემარკაციის კომისია იმხელმძღვანელებს 1938 წლის რუქით, რასაც ალიევი თავიდანვე დათანხმდა იმიტომ, რომ თავში აზრადაც არ მოუვიდოდა, ძირძველი სამონასტრო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის თუნდაც მცირე მონაკვეთზე პრეტენზია ჰქონოდა!!! ამიტომ, ძირითად შესავალ ოქმს, რომელზეც უკვე მოგახსენეთ რომ უკლება აწერდა ხელს აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად -ყველაფერი დაფიქსირებულიაააა!!!
მაგრამ, ნახეთ რა მოხდა სულ ახლახანს? მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც ალიევს ახლდა თან და ხელი აქვს მოწერილი აღნიშნულ ოქმზე, სულ ახლახანს დააპატიმრეს!!
– უიი, რა ბრალდებით?
– არ ვიცი, რატომ დააპატიმრეს მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ის რომ ოქმში ჩაიდო და გარკვევით წერია, რომ მხარეები იხელმძღვანელებენ 1938 წლის რუქით ამას დოკუმენტებიც ამტკიცებს და შავით თეთრზეც გარკვევით წერია!
– რა მოხდა 2005 წელს, როცა საზღვრის დამდგენი კომისია კვლავ შეიკრიბა და ვინ იყვნენ მაშინ წარმოდგენილი ამ კომისიაში?
– მინდა გითხრა, რომ ამ კომისიაში ნამდვილი მამულიშილებიც იყვნენ და ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ბატონი კეკელია, პროფესორი, კარტოგრაფი, რომელიც ფიზიკურად შეეწირა ივერი მელაშვილთან ბრძოლას და გარდაიცვალა! ამ ადამიანმა მაშინ დატოვა ეს კომისია პროტესტის ნიშნად, რადგან ივერი მელაშვილის პოზიცია და საქმიანობა ამ კომისიაში, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს და ამას ცხონებული ხმამაღლა იძახდა!!! ანალოგიური პრეტენზიები ჰქონდა კომისიის თავმჯდომარე ბატონ გიორგი მანჯგალაძესაც, მათ შორის სხვა წევრებსაც რომლებიც ამ კომისიაში მოგვიანებით მოხვდნენ, მაგალითად ბატონ ნოდარ ხორბალაძეს, რომელიც ამჟამად კარტოგრაფიის სამმართველოს დეპარტამენტის უფროსია თავდაცვის სამინისტროში! სხვათაშორის ბატონი ხორბალაძე საერთაშრისო დონის ექსპერტი კარტოგრაფია, აკადემიური განათლებით, სამეცნიერო ხარისხით და აღიარებულია მსოფლიო დონეზე, როგორც დარგის სუპერ პროფესიონალი!
სწორედ ამ ადამიანმა, მეცნიერულად დაუდასტურა და დაამტკიცა ის რომ, ივერი მელაშვილი ვირეშმაკობდა ამ კომისიაში და მაქსიმალუად ცდილობდა თვალი აეხვია კომისიის წევრებისათვის, გათამამებული იყო რა სააკაშვილის სისტემის მხარდაჭერით!
როგორც უკვე გითხარით, 2005 წელს მიწათმოწყობის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი, მოულოდნელად წყვეტს მუშაობას და სხვათაშორის მინდა გითხრათ რომ ამ ინტიტუტში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მამა, ბატონი გიზო ჯაფარიძეც და საინტერესოა ახლა გირჩი ზურაბი, ჩუმად და მოყუჩებული რომაა დავით გარეჯის საქმეზე, ერთხელ თავის მამას არ ჰკითხა, რა ხდებოდა რეალურად იქ და რატომ გააცამტვერეს ეს უნიკალური ინსტიტუტი სააკაშვილის ბრძანებით და როგორ მოხვდა დახურული ინსტიტუტიდან ივერი მელაშვილი ეგრევე მსოფლიო ბანკის პროექტშიი?
– როგორ? საოცარ ისტორიებს ჰყვებით…
– როგორ და მელაშვილი მიწათმოწყობის ინსტიტუტის დახურვისთანავე აღმოჩნდა ვანო მერაბიშვილის შპს „გეო“-ში! „გეო“ იმჟამად თბილისის შემოგარენის მიწის აღრიცხვით იყო დაკავებული და მელაშვილი ამ საქმიანობის კურატურად დანიშნეს! მალევე მელაშვილი, ვანო მერაბიშვილის წყალობით, მსოფლიო ბანკის პროექტში აღმოჩნდა, როგორც ზედამხედველი პროგრამებისა და ამის შემდეგ კი გადაანაცვლეს საგარეო საქმეთა სამინისტროში!
ვისი რეკომენდაციით გადაიყვანეს ეს ადამიანი, პროფესიით მიწათმომწყობი, საგარეო უწყებაში, ან საერთოდ რა შუაშია ეს უწყება მელაშვილთან? შემთხვევით მერაბიშვილის რეკომენდაციით ხომ არააა?
ახლა მეორე პერსონა, იგივე ნატალია ბადალიანი- ილიჩოვა, რომელმაც არ იცის სახელმწიფო ენა და ასე მარტივად აღმოჩნდა მაღალი ლეგიტიმაციის სახელმწიფო კომისიაში ისე, რომ მან არ იცის სამართალ წარმოების კონსტიტუციით განსაზღვრული ენა! ვინ იყო ნატალია ბადალიანი-ილიჩოვას რეკომენდატორი? შემთხვევით ეკა გიგაური ხომ არააა, რომელიც იმ პერიოდში საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ბადრი ბიწაძის მოადგილე ბრძანებოდააა? საზღვრის დაცვის დეპარტამენტი კი, მოგეხსენებათ იმ დროს შსს-ს ექვემდებარებოდა, რომლის მინისტრიც ვანო მერაბიშვილი გახლდათ!! ეკა გიგაური სწორედ 2005-06 წლებში მუშაობდა მინისტრის მოადგილედ და ეს ის პერიოდია, როცა მელაშვილმა და ილიჩოვამ მკაფიოდ ნახეს თავისი პოზიციები, როცა მელაშვილი უკვე დაამტკიცეს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელად, ხოლო ილიჩოვა მასზე დაქვემებარებულ პირად აქციეს, ანუ ტანდემი შემდგარი იყო და ეკა გიგაურმა თავისი საქმე შეასრულა, გაერიდა საზღვრის დეპარტამენტს და წავიდა არასამთავრობო სექტორში!
ეკა გიგიაური, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დასაკითხი ადამიანების ჩამონათვალში აუცილებლად უნდა იყოს, რადგან იგი უშუალოდ კურირებდა ნატალია ილიჩოვას!
– ბადრი ბიწაძე ხომ დაკითხეს? ახლა დედა გარდაცვლია და ალბათ მოგვიანებით კიდევ დაიკითხება…. ახლა ის მითხარით, მიწათმოწყობის ინსტიტუტში, რომელშიც ივერი მელაშვილი 40 წლის განმავლობაში მუშაობდა, მიწათმომწყობად, 1938 წლის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის რუქა ინახებოდა?
– ინსტიტუტის მოულოდნელი დახურვის შემდეგ, ყველაფერი დაილუქა, მაგრამ რასაკვირველია მელაშვილმა იცოდა ამ რუქის არსებობა, ისევე როგორც სხვა უნიკალური რუქებისა! მაგრამ, ამ ინტიტუტში მუშაობდა პროექტის მთავარი ინჟინერი, უპატიოსნესი პიროვნება ბატონი ზურაბ ბოჭორიშვილი, რომელიც ამჟამად 84 წლისაა და ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს!
მე მქონდა ამ ადამიანთან კომუნიკაცია, ჩავწერე ჩვენი საუბარი და თქვენი გაზეთის ფურცლებზე დაიბეჭდა ის, რაც ბატონმა ზურაბმა მაშინ მიამბო!
ჩემი რეკომენდაციით, საქართველოს პროკურატურამ, ბატონი ზურაბი დაკითხა და დეტალური ჩვენებაც მისცა გამოძიებას! ეს არის სულისშემძვრელი ისტორია, როცა იგი გამოიძახეს თავდაცვის სამინისტროში, დაასწრეს დიდ თათბირს, რომელსაც კეზერაშილი ატარებდა და სადაც დასვეს შეკითხვა – სად იმყოფებოდა 1938 წლის 200 000 მქასშტაბის რუქა და კიდევ რომელ უწყებებში შეიძლებოდა ყოფილიყო იგი? ბატონმა ზურაბმა უთხრა, ჩვენთან არის ბატონებო, ამა და ამ სართულზე, ინსტიტუტის დაარსების დღიდანვე, 80 სანტიმეტრიან პანშეტზე დატანილი და შენახულიო! ამის შემდეგ მას ინსტიტუტში გამოჰყვა 3 ოფიცერი, აღწერეს რუქები, ხოლო მე 3 დღეს მოაყენეს მანქანები და წაიღეს ყველაფერიო! ანუ, კეზერაშვილმა 1938 წლის რუქები და მათ შორის სწორედ ჩიჩხიტურისა და ბერთუბანის მონაკვეთზე გამავალი სასაზღვრო ხაზის დამადასტურებელი პლანშეტური რუქა, სააკაშილის დავალებით გაიტაცა, გააქრო და ამ გზით უნდოდათ იმის გაპრავება, რაც კულუარულად იყო მოლაპარაკებული, უფრო სხვა დონეზე, მიხვდით?
აქედან კი უკვე ნათელი ხდება, რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ 2006 -07 წელს, უგუვებელჰყვეს – იხელმძღვანელონ 1938 წლის 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუქით და მართლაც, ქართული მხარის კომისია ხელმძღვანელობს 1970-80 წლების ადმინისტრაციული რუქებით, რაც არის სრულიად წარმოუგენელი დილეტანტიზმისა და სივერაგის დემონსტრირება! სხვათაშორის ამ უმსგავსობას ყველა ექსპერტი ერთდროულად აღნიშნავს, რადგან ეს არის იმ დარგის და იმ სფეროს დაცინვა, რომელსაც ეს ადამიანები ემსახურებოდნენ!
სხვათაშორის ამ დანაშაულებრივი საქმიანობის მოკვლევა, მინდა იცოდეთ, რომ 2013 წლიდან მომდინარეობს, უამრავი რამ გამოიკვეთა, შეგროვდა და 2020 წელს, უკვე გამოკვეთილი, კონკრეტული ბრალით მელაშვილი და ილიჩოვა დააპატიმრეს!
– საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია მათმა განთავისუფლებამ, თუნდაც გიროს შეფარდებით, თუმცა აღფრთოვანება ვერ დამალეს ნაციონალებმა და სააკაშვილმა!
– ახლა ვითხოვ ყურადღებას, თქვენი მკითხველების მხრიდან, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია… პროკურატურამ მელაშვილი-ილიჩოვას საქმის მასალების სასამრთლოში გაგზავნამდე 2 დღით ადრე საქმეში ჩანაწერის სახით ამატებს შემდეგს, რომ „სხვათა დავალებით მოქმედებდნენ, რა მელაშვილი და ილიჩოვა, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივი არის დადგენილი!!!“
ანუ გამოძიებამ, ბრალდებულების გამოკითხვეზე დაყრდნობით ჩაამატა ეს ფრაზა თუ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებზე დაყრდნობით, ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ ეს ჩანაწერი – „სხვათა დავალებით მოქმედება“ რომ ნამდვილად წერია, ამას დიდი მოკვლევა არ უნდა და ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია გადაამოწმოს იგივე ადვოკატებთან, რომლებიც ამ ორ პიროვნებას იცავენ!
– ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, დიდი მარჩიელობა არ უნდა ის „სხვები“ ვინ არიან და დავიჯერო ეყოფა გამბედაობა საქართველოს პროკურატურას რომ ან სააკაშვილი, ან კეზერაშვილი, ანდა მერაბიშვილ-ადეიშვილები დაააპატიმროს?
– რათქმაუნდა ეს ჩანართი – ,,სხვათა დავალებით“ – სწორედ ამ ადამიანებს გულისხმობს და აქ 2 აზრი არ არსებობს!! მე გეტყვით, რა პოლიტიკური ამოცანა შეიძლება მდგარიყო სააკაშვილისა და მისი რეჟიმის წინაშე, როცა ხელს აწერდა აზერბაიჯანთან…სრულებითაც არ არის გამორიცხული. რომ აქ შეიძლება იმ ტიპის გეოპოლიტიკური პროცესების განვითარებასთან, რომელიც ჩვენ სულ ახლახანს ვიხილეთ ყარაბაღის კონფლიქტის დროს, როცა თურქეთმა და აზერბაიჯანმა განაცხადეს, რომ ეს ერთი ხალხი და 2 სახელმწიფო, რომელთაც აქვთ ერთი ენა და სარწმუნოება და რომ ისინი ხდებიან ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორები!!! ამავდროულად აზერბაიჯანი არის ახალგაზრდა, დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთი ტიპის სახელმწიფოებს ყოველთვის სჭირდებათ გარკვეული მითოლოგია და მითოსი მისი ერის შექმნის ფესვების შესახებ და ასეთი ფესვების მოძიებას ის ლამობს ალბანური ცივილიზაცის მეშვეობით, სწორედ დავით გარეჯის დღეს სადაო ტერიტორია, გამოიყენოს ამისთვის! ანუ თითქოსდა უდაბნოს ტერიტორიაა ალბანური ცივილიზაციის ნაშთი და სახელიც დაარქვეს „ქეშიქ ჩითადის“ ტერიტორია! აზერბაიჯანს საერთოდ არ აინტერესებს რას აბობს იუნესკო, გაერო, რომ ეს არის ქართული სამონასტრო კომპლექსი, შემკული ქართული ხუროთმოძღვრებისა და ფრესკებით და ა.შ! რასაკვირველია ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არ აქვს ალბანურთან, მაგრამ აზერბაიჯანისთვის ეს არის კულტურული მემკვიდრეობის მითოსის ჩამოყალიბება, ხოლო სააკაშვილისთვის უდიდესი პრეფერენცია – გაზისა და ენერგომატარებლების მიღების საკითხებში!
დაააკვირდით, როდის შემოვიდა საქართველოში „სოკარი“ და მაშინვე როგორ მიიპყრო პრესის ყურადღება კურუფციული სქემებისა და გარიგებების კუთხით! მაშინვე დაიწერა უამრავი სტატია, რომ სააკაშვილის ოჯახი უშუალოდ მონაწილეობდა სოკარის კორუფციულ სქემაში და რომ გაცილებით დიდი კორუფცია მძვინვარებდა გაზის დისტრიბუციაში, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხაზინა ივსებოდა შავი ფულით!
აი, სწორედ ეს 2 ღირებულებითი ფაქტორი შეიძლებოდა დადებულიყო პინაზე 1. აზერბაიჯანი ყიდულობს თავის ისტორიული მემკვიდრეობის მითს და 2. სააკაშილი სარგებლობს მატერიალური სარგოთი, შავი ფულით იმტკიცებს ძალაუფლებას და არ აპირებს 20-30 -40 წელი გავიდეს ამ სივრციდან, გამიგეთ?
ამიტომაც იგი და მისი გუნდი აგულიანებენ მელაშვილს და ილიჩოვას, ჰპირდებიან უამრავ რამეს, მათ შორის იმას, რომ კვლავ მოვლენ ხელისუფლებაში ნებისმიერი გზით და რომ მელაშვილს ბუზიც არ აუფრინება წინ! არადა, დავით ხიდაშელმა ა.შ.შ გერმანიიდან შვეიცარიიდან და რუსეთიდან ჩამოგვიტანა 50 მოგროვილი რუქები, რომელსაც წყალი არ გაუვა და არის ზუსტი ასლები დედნებიდან და მათშორის აი, ის 1938 წლის რუქა, რომელიც სააკაშვილის დავალებით გააქრეს და აი, ეს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება იმისა, რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ, სხვათა დავალებით ჩაიდინეს უმძიმესი, მე ვიტყოდი საუკუნის დანაშაული და ამის გამო, როგორც თვითონ, ისე ის პირები რომლებმაც მათ ეს დანაშაული ჩაადენინეს დიდ სასჯელს მიიღებენ!!!
ვინც არ უნდა იყოს, სულ რომ ჩემი შვილი იყოს, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს და ეს პროცესი დროში არ უნდა გაიწელოს, რადგან პროკურატურამ თვითონ აწია ეს თამასა და თქვა, რომ დანაშაულის მოტივი გამოკვეთილია!!!
– სამშობლოს ღალატის მუხლი გაუქმებულია, ხომ ასეააა?
– კი ბატონო, როგორც ეტყობა ამ შემხვევაშიც თადარიგი დაიჭირა სააკაშილის ხროვამ, მაგრამ არსებობს ასეთი მუხლი – საქართველოს ტერიტორიის გასხვისება და სწორედ ამ მუხლით მოუწევთ გასამართლება არამხოლოდ ილიჩივას და მელაშვილს არამედ იმ პირთა ჯგუფს, რომლებიც ამ სამარცხვინო, ბინძურ, მოღალატეობრივ საქმიანობას ეწეოდნენ!!!
ირინე გოგოსაშვილი, ალია
კომენტარები