რა მოხდა დავით გარეჯში?
ცოტა ხნის წინ, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით გარეჯში, ქართველმა მოქალაქემ, ქართველი მესაზღვრე აიძულა გადაადგილებულიყო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით.
რას ატყობინებენ “ალიას” დავით გარეჯიდან?
მოქალაქეები გვაწვდიან ინფორმაციას, რომ მამაკაცმა, რომელმაც თითქოს მესაზღვრე მძევლად აიყვანა – გააპროტესტა ის ფაქტი, რომ ე.წ. საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე დადინ აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც და მოქალაქეებიც და მხოლოდ ქართველებისთვისაა იქ გადასვლა აკრძალული.
“ქართველები თავს დაუცველად ვგრძნობთ, ჩვენთვის აკრძალულია, იმათთვის არა, მეტსაც გეტყვით, ჩვენ საზღვარს 80 კილომეტრს 4 მესაზღვრე იცავს და იგივე საზღვარს მეორე მხარეს იცავს 80 მესაზღვრე – როგორ შეიძლება თავი ვიგრძნოთ დაცულად?
მწყემს, ქართველ მწყემსს ესროლეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა და დღემდე არ არის საქმე გამოძიებული.
ჩვენ დიდი ხანია ვითხოვთ დახმარებას და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს – თუ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს აქვთ ამდენის უფლება, ქართველმა მესაზღვეებმაც მოგვხედონ, ან მაშინ გვითხრან, რომ ფორმალურად დგანან და არაფერი ეხებათ”
კომენტარები