სოციალური ქსელის მომხმარებელი, ციცი ფალავანდიშვილი, აქვეყნებს ვიდეოებს და წერს:
“ჩემს უმცროს შვილიშვილს დაუდასტურდა კოვიდი, ექიმის რეკომენდაციით მაღალი სიცხეების გამო 7 თვის სესილი ნინიმ გადაიყვანა კლინიკაში, მიუხედავად იმისა,რომ ექთნები და ექიმები რომლებიც კოვიდთან პირველ ხაზზე იბრძვიან ყველაფერს აკეთებენ მიზერული ხელფასით,ინფრასტრუქტურა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში,საუბარია ბავშვებზე… პალატაში არსებული რკინის ლოგინში არაა 7 თვის ბავშვისთვის უსაფრთხო, სველ წერტილები გაუმათავია….
ამბავი ეხლა იწყება
ნინის გამომიგზავნა ვიდეოები, სადაც ჩანს ორპირი ქარი შედეგად ახდილი ჭერი,რომელიც ქარის სიძლიერის მიხედვით მოძრაობს პალატაში, შეშინებულმა დამირეკა, თერაპევტს ვთხოვე დახმარება, რადგან მაკანკალებს სიცხის გამო,რაზეც დამაშვიდებელი შეუთავაზებია და ურჩია რომ დილამდე გაეძლო 7 თვის კოვიდიანი ბავშვით ასეთ პალატაში!!! ამინდთან უძლურები ვართ, ქარია რას ვიზამთო…
მოვითხოვ, დაუყოვნებლივ ზომებს, რომ ჩემი შვილი და შვილიშვილი გამოწერონ ახლავე და მიიღონ ზომები, როგორ უნდა მოვიქცეთ !!!
ეს არაა მხოლოდ ჩემი შვილისთვის და შვილიშვილისთვის ხმის ამოღება, ესაა ყველას შვილისთვის, რომლებმაც შესაძლოა არ იციან როგორ იბრძოლონ თავისი უფლებების დასაცავად!!! საუბარია კოვიდკლინიკაზე, სადაც ისედაც უდიდესი სტრესია მშობლისთვის!
წარმოდგენაც კი მზარავს როგორ პირობებში შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხმას ვერ იღებენ და სისტემასთან უძლურები არიან!!!
ამჟამად, სესილი ყავს გახვეული პლედებში რომ არ შეცივდეს, ნინის სთავაზობენ დამამშვიდებელს და დილამდე გაძლებას, რაც წარმოუდგებელი დაცინვაა.
თურმე ამინდის პროგნოზზეა დამოკიდებული ევექსი კლინიკები • Evex Clinics ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური გაგიმართლებთ თუ არა რომ ორპირმა ქარმა არ გაგაღვიძოთ კოვიდპალატაში შვილთან ერთად
პ.ს. ჯანდაცვის სამინისტრო მიეცით ექიმებს და მედპერსონალს ნორმალურ პირობებში მუშაობის უფლება”
კომენტარები