პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს:
„სხვა ყველა შემთხვევაში დროს არ დავკარგავდი და ჩემს სურათზე გაკეთებულ კომენტარებს არც ყურადღებას მივაქცევდი და არც რამე რეაქციას მივცემდი, მაგრამ ჩემ გამო, არ მინდა ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი ფოტოგრაფი გია აბდალაძე გააკრიტიკონ.
Westminster Abbey-ში ძალიან მკაცრად იყო აკრაძლული ფოტოგრაფების შემოშვება. ეს სურათი, ცერემონიის დასრულების შემდეგ, ექსპრონტად, სხვისი გადაღებულია. გიას ჩვეულებრივად უნაკლო სურათები (ფოტოგრაფიულ ხარისხზე ვსაუბრობ და არა ჩემზე) მოგვიანებით დაიდო.
ისე კი მიკვირს ასეთი ჩემდამი და ჩემს ჩაცმულობაზე უზომო ინტერესი …“
კომენტარები