პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის წერილს ეხმაურება:
„სააკაშვილმა თქვა რომ ერთმანეთი არ გავაკრიტიკოთო, ჩვენ ვდებთ პირობას რომ არ გავაკრიტიკებთ სხვა პარტიებსო. ვინ უნდა გაგვაკრიტიკოს, მისი პარტიის დაშვებულ შეცდომებს და დანაშაულებს რომ ვასწორებთ, ის ხალხი?! ვინც გასაკრიტიკებელია, ის თუ არა გააკრიტიკე, აფუჭებ საქმეს, კი არ აკეთებ. სხვადასხვა ავტობუსში ვზივართ, პატივცემულო. თქვენ რომ მიდიოდით, ჩვენ მოვდიოდით.“
კომენტარები