სკოლა “ლოგოსის” დამფუძნებელი, გია მურღულია:
“სკოლა “ლოგოსი”, რომელსაც ჩემი ცხოვრების 12 წელიწადი მივუძღვენი, მიზეზთა გამო, რომლებზეც დღეს არ ვისაუბრებ, პრაქტიკულად იძულებით დავტოვე.
წარმატებას ვუსურვებ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.
სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვი ამ სკოლის დამფუძნებლებსა და ზოგიერთ ხელმძღვანელზე, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ხშირად ნამდვილად არ გამახსენდებიან.
ამიერიდან “ლოგოსთან” (რომელსაც სახელიც მე დავარქვი) ჩემს სახელს, ფიქრსა თუ იდეებს არანაირი კავშირი აღარ ექნება.
ჩემს კოლეგებსა და მოსწავლეებს მინდა ვუთხრა, რომ “ლოგოსი” ყოველთვის ძვირფასი იქნება ჩემთვის და მათთან ერთად გამოვლილი ბევრი დღეც სამუდამოდ მემახსოვრება.”
კომენტარები