გურიის რეგიონში, ნასაკირალის სკოლაში, რომლის აშენებაც ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, წყალი ჩადის. სამი თვის წინ პრემიერის მიერ საზეიმოდ გახსნილ სკოლაში კედლები დაბზარულია და სახურავი დაზიანებული. სკოლას, რომლის მშენებლობაც 7 მილიონი დაჯდა, ასევე წყლის მიწოდების პრობლემაც აქვს. მოსწავლეების თქმით, სკოლაში არ არის ჩართული ცენტრალური გათბობა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესიკ ქათამაძე ამბობს, რომ სკოლას წყლის რეზერვუარის საჭიროება ჰქონდა, შევიძინეთ, თუმცა, ძალიან პატარა კაცი აღმოჩნდა არჩეული მერი, თალაკვაძე და უთქვამს, რომ ჩვენი მიტანილი რეზერვუარი არ სჭირდება.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სკოლა ავთანდილ თალაკვაძის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენის დროს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საზეიმოდ გახსნა.
კომენტარები