განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ზოგადი განათლების ექსპერტი, ელისაბედ ბადაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“საჯარო სკოლების არჩეულ დირექტორებს გუშინ 7 სექტემბერს დაუმთავრდათ ვადა. სამინისტრომ მოხსნა ისინი რეგისტრაციიდან – აქამდე ყველაფერი გასაგები და მისაღებია. ამის შემდეგ ხდება დირექტორების გადარჩევა და ზოგს ტოვებენ მოვალეობის შემსრულებლად და აწერიებენ განცხადებას და ზოგს კი უშვებენ სახლში.
აქაც არაფერი იქნებოდა საკითხავი, რომ ჩვენთვის გასაგები ყოფილიყო რა ნიშნით, რა კრიტერიუმებით დატოვეს ან გაუშვეს დირექტორები. ასევე სამინისტრომ დიდი ხანია იცის რომ 2020 წლის 7 სექტემბერს სკოლების უმრავლესობა უდირექტოროდ დარჩებოდა და ამ დროის მანძილზე უნდა მოეხერხებია, ჩაეტარებია სადირექტორო გამოცდები და კონკურსები, რომ სანამ ვადები გავიდოდა უკვე სკოლებში მომხდარიყო ახალი დირექტორის არჩევნები.
ახლა კი ნამდვილად გულდასაწყვეტია რომ სისტემა დაატოვებინეს ძლიერ დირექტორებს, ისე რომ არც ახსნეს – რატომ?”
კომენტარები