ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:
“სკოლებსა და უმაღლესებში დისტანციური სწავლა ლამის თვითმკვლელობის ტოლფასია. არის შემთხვევები, როდესაც დისტანციური სწავლა ეფექტურია, ეს დამოკიდებულია დისციპლინის სპეციფიკაზე, სასწავლო მასალაზე, იმ კომპეტენციებზე, რომელიც კონკრეტულ შემთხვევებშია ამა თუ იმ ლექციის ფარგლებში მისაღწევი, სტუდენტის სოციალურ პირობებზე და რაც მთავარია, სტუდენტის მოტივაციაზე.
ჩვენი მოცემულობისთვის დისტანციური სწავლება არასაკმარისია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ეს ფორმატი კომფორტულია ლექტორისთვისაც და სტუდენტისთვისაც, თუმცა ჩვენი მიზანია სტუდენტის მომავალში თანამონაწილეობა, პროფესიული დისციპლინებიდან აკადემიური ცოდნის და პროფესიული უნარ-ჩვევების მიღწევა და ჩვენს მოცემულობაში ამას სჭირდება სრულიად სხვა ძალისხმევა, სტუდენტებთან მუშაობის კუთხით, რასაც დისტანციური ფორმატი ნამდვილად არ ეყოფა.”
კომენტარები