თამარ ჟვანიას მოთხოვნით, ცესკო-ს სხდომიდან ხათუნა გოგორიშვილის გაძევებას კენჭი უყარეს, მაგრამ ვერ აძევებენ:
“არ დავტოვებ, პარლამენტის წევრი ვარ, ხელის მოკიდების უფლება არ გაქვთ, ველოდები როგორ განახორციელებთ, გთხოვთ არჩილ ანასაშვილს დაავალოთ ეს საპატიო მისია” – აცხადებს გოგორიშვილი
“უნდა გრცხვენოდეთ, რომ სკოლის ბავშვებიც კი დაგცინიან, რომ გამრავლების ტაბულაც არ იცით. დღეს უკვე ამტკიცებთ, რომ წერა-კითხვაც არ იცით…” – ასე მიმართა მანამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ევროპული საქართველოს წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა.
შეგახსენებთ, ცესკოში ოპოზიციის წარმომადგენლების სხდომა მიმდინარეობს, სადაც პარტიების საჩივრებს განიხილავენ.
კომენტარები