პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
ერში უმნიშვნელოვანეს დღეს – გიორგობას გილოცავთ ყველას. ქართველების ცნობიერებაში წმ. გიორგის არქეტიპი, როგორც მებრძოლის ღრმად გამჯდარი გვაქვს. სწორედ გიორგობას და ქართველების ერთიან ბრძოლას უკავშირდება იმპერიალისტურ რუსეთთან ერთი ბმის წყვეტა ვარდების რევოლუციით, ახლა 20 წლის თავზე, ისევ საბრძოლო გვაქვს, ისევ უნდა მოვიპოვოთ თავისუფლება. წმინდა გიორგი გვეწეოდეს ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში საქართველოსთვის
⚘️20 წლის წინ, ვარდების რევოლუციის დღეებში სკოლის მერხიდან მიტინგზე გავიპარეთ ბავშვები. გეოგრაფიის მასწავლებელმა ნორა ტარიელაშვილმა გვითხრა, რომ გაკვეთილები სამშობლოს წინაშე “ჩავატაროთო” და მიშა სააკაშვილის სანიმუშო მოსწავლეობაზე გვესაუბრა. სკოლის ბუფეტში ყველა კოტლეტი ვიყიდეთ და მომიტინგეებთან გავიპარეთ (9 აპრილ გამოვლილ მშობლებს განსაკუთრებულად ეშინოდათ ჩვენი – ბავშვების რუსთაველზე გაშვება) მე-10 კლასში ვიყავი მაშინ…ახლა, უკვე ჩემი შვილი Gio პირველ კურსელია და ისევ რუსთაველზე ვდგავართ, ისევ რუსების წინააღმდეგ, ისევ საქართველოსთვის ამჯერად, დიდი იმედითჩემს შვილს სკოლაში შეშა და ნავთი არ უტარდება, არც გაკვეთილები მოუმზადებია ჩემსავით სანთლის და სარკიანი ლამფის ნათების ქვეშ. არც შებინდებულ თბილისში გაშვების შემშინებია… სკოლაში რომ შევიდა, საქართველოს დროშას საქართველოს ჰიმნის ფონზე დილაობით აღმართავდნენ ბავშვები. მე და ჩემს შვილს გავლენიანი ახლობლები არც აბიტურიენტობისას გვიძებნია, ორივემ რეფორმირებული ეროვნული გამოცდები ჩავაბარეთ – მე პირველი, გიომ ამაწლის. მე ჩემს გზას მივყვები. იმედი მაქვს, ჩვენი ბრძოლით, ქართველების ერთიანობით და წმინდა გიორგის შეწევნით ჩვენს შვილებს უკეთეს საქართველოში მოუწევთ თავიანთი წილი გზის გავლა და მერე – თავისუფალი საქართველოს თავიანთი შვილებისთვის გადაცემა.მე 2003 წლის 23 ნოემბერს ვიგრძენი, რომ ნამდვილი, არამარიონეტული სახელმწიფოს შვილი ვიყავი და ამას დასაბამი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გიორგობას დაუდო საქართველო ჩვენი დასაბრუნებელია
კომენტარები