მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე:
“ეხლა იყო ტვ-პირველის სიუჟეტი – ახალგაზრდა გოგონებს აბრუებენ და აუპატიურებენო. დაზარალებულები ვერ ამტკიცებენ ძალადობაის ფაქტს და ამიტომ სისხლის სამართლის საქმეები არ არსებობსო. დაზარალებულებს “გამოესარჩლა” ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები, რომლებიც კანონში ცვლილებების შეტანას მოითხოვენო.
რომელ საუკუნეში ცხოვრობთ?
არ იცით რომ თანამედროვე კვლევებით ორგანიზმში ნებისმიერი ტოქსინის აღმოჩენა შეიძლება?
მითუმეტეს ეს თუ ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერებაა?
სკრიპალების მოწამვლის ამბავი არ გაგიგიათ? არც ნავალნის?
ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს თუ მართლა აწუხებთ (და წესით უნდა აწუხებდეს) გახშირებული ძალადობა, დაუკავშირდით ევროპის ტოქსიკოლოგიურ ლაბორატორიებს, გაიგეთ რა მასალა (სისხლი, შარდი და ა.შ.) უნდა გაიგზავნოს კვლევებისთვის და გააგზავნეთ დაზარალებულების საკვლევი ნიმუშები.”
კომენტარები