შეკვეთილში ტრაგიკულად გარდაცვლილი ლადო გოგუას დაღუპვის ფაქტზე „პრაიმტაიმთან“ გარდაცვლილის ახლობელი ამბობს:
„ღმერთო, ჯერ კიდევ ამ ბიჭის ბიძა, ისიც ლადო გოგუა არ მოგვინელებია და ახლა ეს ტრაგედია კიდევ…
როგორც გავიგეთ, სკუტერი ამოყავდათ ზღვიდან ტროსით, ეს ლადო კი წყალში მდგარა და ტროსიდან დენმა დაარტყაო“
ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას თქმით, უბედური შემთხვევა წუხელ მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, ცხედარს კი ექსპერტიზა ჩაუტარდა.
გარდაცვლილ ახალგაზრდას თბილისში დაკრძალავენ.
კომენტარები