მწერალი, ლუკა ბაქანიძე, გვერდზე, Lukrecio Bakanidze, წერს:
“სკვერში ვზივარ, რევოლუცია როგორ წამოვიწყო მაგაზე ვფიქრობ და იქვე ტიპი ძაღლს ასეირნებს. შემოაჭრა ვიღაცამ და ძაღლი ეცა და ფეხზე წაავლო კბილები. ეს, რათქმაუნდა, აკივლდა ეგრევე. ძაღლის პატრონი აწყნარებს – ნუ გეშინია, გეთამაშება. ძაღლი პირს არ უშვებს და თან თავს იქნევს – ცდილობს ფეხი მოაჭამოს. მიშველეთ! – ყვირის ესა, ფეხოსანი. პატრონი უღიმის – კეთილი ძაღლია არავის ერჩის, შენც მოეფერე! რა მოვეფერო შეჩემა, წაიღო ფეხი! – ისევ ყვირის ესა. გეუნები, გეთამაშება, – არწმუნებს პატრონი. ამასობაში ძაღლმა ფეხიდან კაი სამი შამფური ხორცი ააცალა, კმაყოფილი გადგა განზე და იმ ხორცებს ჭამს. ვაიმე, ფეხი! – ბღავის ესა, – ფეხბურთი აწი რა ყლით ვითამაშოო! ებიჭო, რა გაყვირებს, ხო ვამბობ, გეთამაშება, – გაბრაზდა პატრონი, – ცოტაზე გიკბინა, თორემ შეგჭამდა ჩანთიანად, რო არ გეთამაშებოდეს! მერე თავის ძაღლთან მივიდა, ხორცები წაართვა, იმ ტიპს მიადო ფეხზე და მე მომიბრუნდა – შემთხვევით, სკოჩი ხომ არ გაქვს?
მე, რათქმაუნდა, სკოჩი თან მქონდა, სკოჩი და ლუპა სულ თან დამაქვს, ლუპით მზეზე სიგარეტს ვუკიდებ ხოლმე და სკოჩი ისე, მევასება და მაგიტომ – ხოდა მივაწოდე სკოჩი. ამან სკოჩით ხორცები კარგად მიაწება ფეხზე და ამბობს – ესეც ასე, ნახე აბა, გაიარ-გამოიარე, ეტყობა რამე ? იმან ცრემლები შეიმშრალა, გაიარ-გამოიარა და გაიღიმა – მართლაც რომ, მშვენივრად ვარ. მეთამაშებოდა და ვერ მივხვდი, ჩემი ბრალია, ბოდიში! მერე ძაღლთან მივიდა და თავზე გადაუსვა ხელი, მოეფერა. ძაღლმა დრო იხელთა, ხელის მტევანი წააგლიჯა წამში და წაიღო იქვე, გადასაღებ მოედანზე, სადაც Walking Dead-ის ბოლო სეზონს იღებდნენ…
ამ მოკლე ალეგორიული ნაკვესით, რომლის საფანელიც პირწმინდა სიმართლე გახლავთ, იმის თქმა მინდოდა ძმებოდადებო, რო – ჯიგარი ცუგები ოქეი, ჩემზე მაგრად ფრანცისკ ასიზელს არ უყვარდა ძაღლები ბოზი ვიყო, მაგრამ, როცა ჩათლახი და ნაბოზარი ძაღლი გყავთ, გაუკეთეთ ხოლმე რა ალიკაპი, ეს დედამოტყნული… პატივისცემით.”
კომენტარები