CNN- 3 წყაროზე დაყერდნობით წერს. რომ მათი ინფორმაციით, სლოვაკეთმა გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინას გადასცეს საბჭოთა პერიოდის С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.
მედიის ცნობით, სლოვაკეთს, სურს, რომ საჰაერო თავდაცვის კომპლექსები დაუყოვნებლივ ჩაუნაცვლონ და აშშ და NATO ჯერ განიხილავენ, თუ როგორ ჩაანაცვლებენ სლოვაკეთის საჰაერო თავდაცვის შეიარაღებას და როგორ მიაწვდიან სისტემებს უკრაინას.
ქვეყნები, რომლებიც უკრაინას С-300-ებს გადასცემენ, სანაცვლოდ ამერიკული Patriot-ის სისტემებს მიიღებენ. გასულ თვეში გერმანიამ და ნიდერლანდებმა თქვეს, რომ სლოვაკეთში სწორედ ამ სისტემას გაგზავნიან. თუმცა, სლოვაკეთი თვლის, რომ ახალი საჰაერო თავდაცვის კომპლექსების მოღებასთან ერთად საჭირო იქნება მათი გამოყენების სწავლებაც, რაც დიდ დროს წაიღებს და დიდხანს დატოვებს ამ კუთხით, თავდაცვის საშუალებების გარეშე.
მედიის ინფორმაციით, რესპუბლიკელმა მაიკლ მაკოლმა ოთხშაბათს საჯაროდ მიანიშნა ჟურნალისტებს, რომ შეერთებულმა შტატებმა მიაღწია იმას, რომ უკრაინის დამატებით S-300-ებზე ექნება წვდომა. „ამისთვის ძალიან ვიბრძოდი, სიამაყით ვამბობ, რომ ახლა მათ აქვთ S-300-ები”. უთხრა მან CNN-ს.
მოგვიანებით მისმა თანაშემწემ თქვა, რომ ის გულისხმობდა S-300 სისტემებს, რომლებსაც წლების განმავლობაში უკრაინა ფლობდა და ოპერირებას უწევდა.
ვაშინგტონში სლოვაკეთის საელჩომ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
CNN-მა ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბჭოთა დროინდელი საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემები, მათ შორის SA8, უკვე გაიგზავნა უკრაინაში.
მედიის ცნობით, საუბარი იყო საბერძნეთის S-300 სისტემებზე, მაგრამ გამომდინარე იქედან რომ იგი განსხვევული მოდელია, მის გამოსაყენებლად ტრენინგები იქნებოდა საჭირო, რისი დროც უკრაინას არა აქვს.
კომენტარები